• რეკლამა
  • კონტაქტი
12:33, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომხრე ვარ, საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა” – გუგა ქაშიბაძე

ალია ავტორი - ალია
10:41 12-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე საახალწლო ფეიერვერკის გამოყენებისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

მისივე თქმით, 2021 წლის მონაცემებით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დამწვრობის ცენტრში 300-მდე ბავშვს ჩაუტარდა მკურნალობა,მათგან 30 პაციენტს დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა, ხოლო 25-ს ქირურგიული ჩარევა.

“ეს არის მხოლოდ დამწვრობის ცენტრის სტატისტიკა, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია ხოლმე პიროტექნიკით დაზიანებული მოზარდების რიცხვი, ვინაიდან მხოლოდ დამწვრობასთან არ გვაქვს საქმე. შემთხვევები ეხება თვალის დაზიანებას, ნაკვეთ ჭრილობას, თითების ამპუტაცია და ასე ა.შ. ზოგადი სტატისტიკა გაცილებით უფრო მასშტაბურია.

მოსახლეობას ვურჩევ დამწვრობის მიღების შემთხვევაში გამოიყენონ გამდინარე ცივი წყალი, გამოიყენონ ანტიბაქტერიული მალამო და დამწვრობის საწინააღმდეგო ნებისმიერი მაზი. ასევე გამოიყენონ სტერილური სახვევი.

ზოგადად, მომხრე ვარ, რომ საერთოდ არ გამოვიყენოთ პიროტექნიკა. ძალიან ბევრ ქვეყანაში უკვე აკრძალულია მათი გამოყენება. ჩვენთან არასრულწლოვნებზე გაყიდვა არის აკრძალული რითაც პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ძალიან ხშირად მშობლებს თავისი ხელით მიაქვთ საჩუქრად ბავშვებისთვის, ეს არ არის საჩუქარი, და არ არის სათამაშო, რაც არ უნდა ლამაზ შეფუთვაში იყოს. ერთი შეხედვით უსაფრთხო პიროტექნიკა, არასწორი გამოყენების შემთხვევაში სავალალო შედეგებს იძლევა. ყოველგვარი მაშხალების აფეთქების გარეშეც დადგება ახალი წელი ეს არ არის ის ტრადიციაა, რომელიც უნდა განვამტკიცოთ და განვავრცოთ. მესმის, რომ დღესასწაულთან ასოცირდება – სროლა და ხმაური, მაგრამ ეს ტრადიცია თუნდაც ერთი მოკვეთილი თითის სანაცვლოდაც არ ღირს.

ასე, რომ ერთმანეთს მიულოცონ გოზინაყით და ჩურჩხელით, უფრო უსაფრთხოდ. ჩემი ოჯახი აივანზეც კი არ გადის ახალ წელს, ვინაიდან, ეს არ არის უსაფრთხო,”- განაცხადა გუგა ქაშიბაძემ “რუსთავი 2-თან”. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved