• რეკლამა
  • კონტაქტი
09:22, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვალდებულები ვართ, მოქალაქეებს სიმართლე ვუთხრათ – ეს არის გრძელვადიანი კრიზისი

ალია ავტორი - ალია
00:57 03-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

„ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჩარლზ მიშელმა განაცხადა.

„ჩვენი მხარდაჭერა – ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომლებიც დღე და ღამე მუშაობენ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ კრიზისის გადაჭრას დრო დასჭირდება და არსებითია ერთიანობა.

ჩვენ გვქონდა G7 წევრ ქვეყნებთან ვიდეოკონფერენცია და ეს იყო შესაძლებლობა, მოგვეხდინა ძლიერი პოლიტიკური ნების, კოორდინაციისთვის მზადყოფნის და თანამშრომლობისთვის მზაობის დემონსტრირება.

ჩვენი პრიორიტეტი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაა. გამოვედით არაერთი ინიციატივით, რათა ყველამ ერთად შევამციროთ ვირუსის გავრცელება და ამ ზომებში შედის შიდა და გარესაზღვრების დაცვა. ახალი ინიციატივის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განსაკუთებული საჭიროების გარდა, ინდივიდუალური პირების გადაადგილება დროებით შევაჩეროთ.

ამასთანავე, პროგრესის დასაჩქარებლად ხელს შევუწყობთ მიმდინარე კვლევებს, რათა მალე შეიქმნას ვაქცინა. ვიდეოკონფერენციის დროს ამ თემაზეც გავამახვილეთ ყურადღება და აღნიშნეთ, რომ გავაკეთებთ ერთად ყველაფერს იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ.

ჩვენ ვალდებულები ვართ, მოქალაქეებს ვუთხრათ სიმართლე, რომ ეს არის სერიოზული კრიზისი, ეს იქნება გრძელვადიანი კრიზისი, ეს იქნება რთული კრიზისი და ამიტომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია ერთიანობის დემონსტრირება. ჩვენ ვართ ერთიანი ისე,როგორც არასდროს და თითოეულ მოქალაქეს ეკისრება მისი წილი პასუხიმგებლობა. მოქალაქეებმა პატივი უნდა სცენ ინდივიდუალური ქვეყნების დონეზე და საერთაშორისო დონეზე მიღებულ წესებს. ჩვენ ყველა პასუხიმგებელი ვართ და ყველამ ერთად უნდა შევიტანოთ წვლილი ამ რთულ კრიზისში ბრძოლის მოსაგებად“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved