სოციალურ ჯგუფში, “სასოწარკვეთილი მომხმარებელი” მარიამ წულაია, წერს:
“გამარჯობა,
ესეიგი 9 თვის ორსულმა ვერ ვიშოვე ვერც სპირტი, ვერც ანტიბაქტერიული ხელსახოცი და პირბადეზე ხომ საუბარი ზედმეტია. მოვიარე მთელი გლდანი და არსად არის არც ერთი.
არადა მოხუცების და ორსულების გარდა, სხვა ჯანმრთელ ადამიანს არ სჭირდებაო თქვეს.მესმის,შეშინებულია ხალხი, მაგრამ მეც აღარ ვიცი უკვე ვის შევჩივლო ამ ყველაფრის გამო. ექიმთან ვიზიტები რომ მიწევს, სულ კანკალით გავდივარ სახლიდან.
ვინმეს თუ მოგეპოვებათ სადმე, ძალიან გთხოვთ მითხარით, იქნებ 5 ცალი მაინც ვიყიდო. სულ რომ ცალი 10 ლარი ღირდეს მაინც ვიყიდი იმდენად მჭირდება”
კომენტარები