• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 10 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კრიტიკის დროც მოვა, ახლა ერთად უნდა ვიდგეთ ხელისუფლება და ოპოზიცია”

ალია ავტორი - ალია
19:10 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში წერს:

„მთელი სამყარო და თითოეული ჩვენგანი გამოწვევის წინაშეა

ეს გამოწვევა იძულებულს გვხდის გადავხედოთ ჩვენი ცხოვრების წესს. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, ჩათრევას ჩაყოლა სჯობს.

დიახ, სჯობს ახლავე დავუწესოთ ჩვენს თავს შეზღუდვები, ვიდრე გვიან არაა. დროებით უარი ვთქვათ ძვალ-რბილში გამჯდარ ეტიკეტზე (ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და ა.შ), მაქსიმალურად შევზღუდოთ ურთიერთობები, სტუმრად სიარული და სტუმრების მიღება.

მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, მეტიც, სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ყოველგვარი, მათ შორის რელიგიური ხასიათის შეკრებები და ყველა, ერიც და ბერიც გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამას.

საზოგადოება ამ საკითხში საქართველოს საპატრიარქოს მოლოდინშია. შექმნილი უმძიმესი ვითარებიდან გამომდინარე, გონივრული იქნება ყველა კონფესიამ დროებით შეაჩეროს ტაძრებში მსახურება და მოიძებნოს მრევლთან დისტანციური ურთიერთობის ფორმები.

და კიდევ, შექმნილ ვითარებაში, პირადად ჩემთვის მიუღებელია ჩასაფრებულის პოზიციიდან დარტყმა ხელისუფლებაზე.

კორონავირუსი არ ყოფს საზოგადოებას მდიდრებად და ღარიბებად, ხელისუფლებად და ოპოზიციად, ყველას განურჩევლად გვიტევს და საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ჩვენც ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ რთულ ვითარებაში.

დროებით კრიტიკაზე ხელის აღება არ ნიშნავს კრიტიკაზე უარის თქმას, ამის დროც მოვა და დღეს რაც უფრო, ერთად ვიდგებით, უფრო მალე მოვა.

ძალა ერთობაშია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved