• რეკლამა
  • კონტაქტი
19:57, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშას უკრაინაში დაბრუნების სქემა უკვე მუშავდება…” – რას ელოდება სააკაშვილი? – “ის ჯერ რევოლუციის პერსპექტივას “ყიდის” და არა რევოლუციას” – ინტერვიუ

ალია ავტორი - ალია
21:13 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

გიორგი ჯავახაძე, ალია

7 ნოემბერს ამერიკის პრეზიდენტისა და რუსეთის პრეზიდენტის ვიდეოსაუბარი შედგა და როგორც ინფორმაცია ვრცელდებოდა, საუბრის მთავარი თემა რუსეთ-უკრაინის მოსალოდნელი ომი იყო. სანამ ეს საუბარი შედგებოდა, ჩვენი რესპონდენტი უკრაინიდან, რამდენიმე საგულისხმო დეტალს გვიყვებოდა:

„სამშაბათს ბაიდენი და პუტინი ისაუბრებენ, რას შესთავაზებს ბაიდენი პუტინს უკრაინასთან ომზე უარის თქმის სანაცვლოდ და დათანხმდება, თუ არა პუტინი? – ამას აქტიურად განიხილავენ ახლა უკრაინაში.

სხვათა შორის, ამერიკამ შეიძლება რუსეთს გაახსენოს, რომ მას მეორე “საზღვართანაც” შეიძლება შეექმნას პრობლემა, კი არ არის შემთხვევითი, რომ სააკაშვილი გორის ჰოპისტალშია გადაყვანილი. საკმარისია თავდასხმის ერთი იმიტაცია, ან თავდასხმა, რომ რუსეთიც და საქართველოც უცებ აღმოჩნდებიან დაპირისპირების წინ. ორ ომს პუტინი, თუნდაც აქედან ერთი საქართველოსთან იყოს, ერთდროულად ვერ წაუძღვება, პანდემიამ რუსეთსაც დაატყო კვალი.

საუბრობენ იმაზეც, რომ პირიქით, შესაძლოა რუსეთმა მოითხოვოს, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა. დონეცკში მობილიზებულ მეომრებში უკვე გაჩნდა ეჭვი, სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა, ამ შემთხვევაში, ხომ არ შეიძლება იყოს იდენტური მისი რუსეთისთვის გადაცემის? ეს ეჭვი მათ ჩავარდნილმა “ვაგნერის ოპერაციამ” გაუჩინა, სადაც ღიად გამოჩნდა რუსული კვალი და პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციას ღიად ადანაშაულებენ რუსეთთან კავშირში, ზოგი უფრო შორს მიდის და ზელენსკის პასუხისმგებლობასაც ითხოვს.

რეალურად, სააკაშვილის ფასი ჯერ არ არის დაგენილი. სააკაშვილი ჯერ “ყიდის” რევოლუციის პერსპექტივას. მას თითიც არ გაუნძრევია აქამდე – ჩავიდა საქართველოში და სამი დღე მარტომ იარა, მერე ვიდეოები დადო და ჩაბარდა, არ უცდია მომხრეების შეკრება, არც ციხიდან უცდია ამის გაკეთება, სხვათა შორის, არ გამოუყენებია თემურ ალასანიას კავშირები ღიად, არ დაუხარჯია ჯერ ფული, არ მოუწოდებია გორის ჰოსპიტალზე თავდასხმა და მისი იქედან გაყვანა ხალხისთვის. არ გაუცია ბრძანება, რომ საავადმყოფოდან სასამართლოში ან პირიქით გზაზე, ხალხი დახვედროდა და ა.შ. როცა მიშას უკრაინაში ღია მხარდაჭერა სჭირდებოდა, მისი განცხადებები მკვეთრად განსხვავებული იყო და არც ამჯერად გაუწევდა ვინმეს და რამეს ანგარიშს. ჯერ ის იცდის. სწორედ ამიტომ ითვლება ახლა სააკაშვილის საქართველოში ყოფნა ნაღმად, რადგან ის ჯერ რევოლუციის პერსპექტივას ყიდის და არა რევოლუციას.

აი, როგორც კი შეფასდება სააკაშვილი და მისი რეალური “ფასი” გვეცოდინება, მერე უკვე შეგვეძლება იმის თქმა, ნაღმია ის, თუ გარიგების საგანი.

სხვათა შორის, საგულისხმოა ამერიკის და ევროპის სიჩუმე, ისინიც ელიან მოვლენების განვითარებას, რადგან თუ მოვლენები მათ არმოსაწონად განვითარდა, მერე თქვან, აი, ჩვენ ამიტომ ვიყავით ჩუმადო. ჩემი აზრით, სააკაშვილის “ფასი” შეიძლება ბაიდენის და პუტინის 7 დეკემბრის საუბრისას განისაზღვროს.

რამდენიმე დღის წინ, გორდონმა თქვა, ზუსტად ვიცი, როგორ შეიძლება სააკაშვილის დაბრუნება უკრაინაში, უკრაინის დაზვერვა ეტყვის საქართველოს დაზვერვას, ჩვენ გვინდა სააკაშვილი და დაასახელეთ თქვენი ფასი, თქვენ რა გინდათო… გორდონმა ეს გააჟღერა იმისათვის, რომ ხალხის რეაქცია მოესინჯა, ასე ვთქვათ, დატესტა. სინამდვილეში, მოლაპარაკებები უკრაინასა და საქართველოს შორის, სააკაშვილის გადაცემასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია, ოღონდ, ცოტა უფრო მაღალ ეშელონებში. რადგან მიშას გადაცემა პოლიტიკური აქტია, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია და არა დაზვერვის. პრინციპში, ზელენსკიმ არაერთხელ თქვა, რომ იგი ყველანაირად ეცდება სააკაშვილის დაბრუნებას უკრაინაში და ახლა ზელენესკის, რომელსაც რუსეთთან კავშირში სდებენ ბრალს, ნამდვილად სჭირდება “რუსული ციხიდან” სააკაშვილის განმანთავისუფლებლს სახელი.

მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე გარკვეული სქემა და ინფორმაცია უკვე მუშავდება უკრაინის უშიშროებაში, ეს იმის ნიშანია, რომ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემა თითქმის გადაწყვეტილია. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზვერვა ტექნიკური საკითხების და უსაფრთხო ტრანსპორტირების საკითხების განხილვას არ დაიწყებდა. ამ შემთხვევაში, უკრაინის დაზვერვა იქნება შემსრულებელი ამ გადაწყვეტილების და რაკი დაზვერვა უკვე მუშაობს ამ საკითხზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მიშას უკრაინაში დაბრუნება რელურად განიხილება. ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მხარე სანაცვლოდ არაფერს ითხოვს და უკრაინასთან ამბობს, რომ იგი იმითიც კმაყოფილი იქნება, თუ სააკაშვილს წაიყვანენ და უკან წამოსვლის საშულებას აღარ მისცემენ.”

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved