• რეკლამა
  • კონტაქტი
19:40, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხმა “ოცნების” კანდიდატს მისცა – საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის გახარიას და “ოცნების” პარტიის წევრები იბრძვიან – ჩხოროწყუ

ალია ავტორი - ალია
14:11 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე პირველი კენჭისყრით თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. “ქართული ოცნების” დეპუტატმა ჯუმბერ იზორიამ 13 ხმა მიიღო, ხოლო “საქართველოსთვის” წევრმა შოთა წურწუმიამ – 12,  ერთი ბიულეტინი ბათილი აღმოჩნდა.

თავმჯდომარის არჩევას 14 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

პირველი კენჭისყრის შედეგების მიხედვით, იზორიას კანდიდატურას ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მისცა ხმა, თუმცა, ვინ უცნობია. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ “ოცნებამ” შეძლო და რომელიღაც ოპოზიციონერი მოისყიდა.

ჯუმბერ იზორიას კანდიდატურას დეპუტატები ხელახლა უყრიან კენჭს, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ყველაზე მეტი ხმების მიმღებ კანდიდატს, ხელახლა უნდა უყარონ კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. 

განმეორებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს ენმ. გახარიას პარტიის გადაწყვეტილება კი ჯერ უცნობია.

ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციური შემადგენლობა ასეთია: ენმ-ს 7 წევრი ჰყავს, გახარიას პარტიას 7, ხოლო “ლელოს” -1 დეპუტატი. 

თეგები: გიორგი გახარიაირაკლი კობახიძესაკრებულოქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved