მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ხვალ დანიშნულ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება:
“ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხვალ ვერ დავესწრები სასამართლო პროცესს. ერთადერთი, რის გამოც აუცილებლად მინდოდა მოსვლა, იყო იმ ადამიანების გამხნევება და მხარდაჭერა, რომლებიც რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან ჩემ გამო. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს!”. – ნათქვამია სააკაშვილის მიმართვაში, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნდა.
ხვალ, 9 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე გაიმართება.
კომენტარები