• რეკლამა
  • კონტაქტი
00:46, ხუთშაბათი, 31 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ომიკრონი სწრაფი გამრავლების გარდა, კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევა, რაც შეშფოთებას იწვევს” – დეტალები ახალ შტამზე

ალია ავტორი - ალია
18:41 12-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

“ამერიკის ხმა” კორონავირუსის ახალ შტმაზე მეცნიერეთა ჯანდაცვის ექსპერტთა მოსაზრებებს აქვეყნებს. ომიკრონი არამარტო აფრიკის კონტინენტზე, არამედ მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც სწრაფად ვრცელდება. კორონავირუსის ამ ახალი ვარიანტის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია.

როგორც სამხრეთ აფრიკის, ისე დასავლეთის მეცნიერთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ არსებობს შანსი, ომიკრონმა მთელ მსოფლიოში დომინირებული დელტა გვერდზე ჩაწიოს და თვითონ გაბატონდეს. თუმცა, ასეც რომ იყოს, რამდენ ხანში მოხდება ეს? ან რას მოიტანს მსგავსი განვითარება, კარგი აღმოჩნდება ეს პანდემიის დასრულებისთვის თუ ცუდი?

“მონაცემები თანდათან შემოდის, რაც მიანიშნებს, რომ ომიკრონი დელტას თუ ყველგან არა, ბევრ ადგილზე ჩაანაცვლებს“ – ამბობს ექიმი ჯეიკობ ლემიუქსი. ის ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში კორონავირუსის ახალ ვარიანტებს იკვლევს. მისი თქმით, ბრიტანეთში „უკვეა იმის ნიშნები, რომ ომიკრონი დელტასთან შედარებით ექპონენტურად იზრდება“.

ამ ალბათობას შედარებით ფრთხილი სკეფსისით უყურებს მეთიუ ბინიკერი, კლინიკური ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორი მეიოს კლინიკაში. მინესოტის შტატის ქალაქ როჩესტერში მდებარე უზარმაზარ საავადმყოფოში, ამერიკელ მეცნიერებს კვლავ დელტა ვარიანტის შემოტევასთან უწევთ გამკლავება. „ვფიქრობ, დაახლოებით 2 კვირაში გვეცოდინება, მართლა მოხდება თუ არა ეს“ – ამბობს მეთიუ ბინიკერი

კვლევების პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ ომიკრონი სულ ცოტა, 2.5-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე კორონავირუსის დელტა ვარიანტი. თუმცა, სამხრეთ აფრიკის მეცნიერები ასევე საუბრობენ იმაზე, რომ ახალი ვარიანტი შესაძლოა დელტასთან შედარებით, ნაკლებ ავადობას და სიკვდილობას იწვევდეს.

დასავლეთის მეცნიერები კი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ აღნიშნული მონაცემები ჯერ მაინც არასრულია. ამასთან, სამხრეთ აფრიკის მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე დასავლეთ ევროპის და ამერიკის, ამიტომ შედარება შეიძლება არათანაბარზომიერი იყოს და ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება კი – უმართებულო. ამას ემატება ისიც, რომ ჯერჯერობით მეცნიერებმა არ იციან ტექნოლოგია, თუ როგორ აღწევს ომიკრონი ადამიანის ორგანიზმში, რამდენად აზიანებს ის ვაქცინებით, ან წინა ინფიცირებით შეძენილ იმუნიტეტს და რა კიდევ რა ნიშნებით განსხვავდება სხვა ვარიანტებისგან.

სამხრეთ აფრიკის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ ომიკრონი ძალზე სწრაფად გავრცელდა და ის ახლა იქ თითქმის დომინანტური ვარიანტია. შესაძლოა სწორედ ის იყოს მიზეზი მზარდი ინფიცირების და ახალი ტალღის გაძლიერების, რაც საავადმყოფოების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის. ახალი ტალღის ეპიცენტრი დღეს სამხრეთ აფრიკის გაუტენგის პროვინციაა, სადაც ინფიცირების შემთხვევების 90% ომიკრონზე მოდის. ახალი ვარიანტი 8 მეზობელ პროვინციაშიც დომინანტური ხდება.

„ვირუსი წარმოუდგენლად სწრაფად ვრცელდება“ – ამბობს უილემ ჰანეკომი, სამხრეთ აფრიკის ჯანდაცვის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი. „იმ ტალღის მრუდს რომ დააკვირდეთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ის გაცილებით ციცაბოა, ვიდრე პირველი სამი ტალღა, რომელიც სამხრეთ აფრიკამ გამოიარა. ეს აჩვენებს, რომ ის სწრაფად ვრცელდება და ალბათ ძალიან სწრაფი ინფიცირებით გამოირჩევა“. მაგრამ ის იქვე აღნიშნავს, რომ ომიკრონის გამოჩენისას დელტა ვარიანტის შემთხვევები ქვეყანაში ძალიან ცოტა იყო. ამიტომ „შეუძლებელია წინასწარ იმის თქმა“, დაამარცხებს თუ არა ომიკრონი დელტას სხვა ქვეყნებში.

პირველადი მონაცემებით, ომიკრონი სწრაფი გამრავლების გარდა, კიდევ ერთი ნიშნით გამოირჩევა, რაც ჯანდაცვის სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს. ჰანეკომი ამბობს, რომ წინა ვარიანტებთან შედარებით, ომიკრონი რეინფექციის გაცილებით მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება, რაც ვირუსის მხრიდან ორგანიზმის იმუნიტეტისთვის თავის იოლად არიდების ვარაუდის საფუძველს იძლევა. ამას გარდა, ვირუსი ახალგაზრდებსაც მეტად აავადებს, მაგრამ ძირითადად – კოვიდ-19-ზე აუცრელებს. ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ჰოსპიტალიზებულთა უმეტეს ნაწილში საშუალო სიმძიმის ავადობის შემთხვევებია.

და ვიდრე სამეცნიერო ინფორმაცია ზუსტდება, სპეციალისტები მოსახლეობას თავის დაცვას და უკვე კარგად ნაცნობი ზომების შენარჩუნებას ურჩევენ. ესაა ვაქცინაცია, შენობებში პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრისთვის თავის არიდება.

„როგორმე, რაც შეიძლება მეტად უნდა ავცრათ ხალხი და ვაქცინაციით იმუნიტეტი მაქსიმალურად გავიძლიეროთ“ – ამბობს ექიმი ჯეიკობ ლემიუქსი ჰარვარდის უნივერსიტეტიდან. „თუკი გამაძლიერებელი დოზა ხელმიწაწვდომია, აუცილებლად დაამატეთ ის. ამის შემდეგ კი გააკეთეთ ის, რაც ყველამ ვიცით, რომ ეფექტურად ამცირებს ვირუსის გავრცელებას: ნიღბები; სოციალური დისტანცირება; შენობებში დიდი თავშეყრისთვის თავის არიდება, განსაკუთრებით – ნიღბების გარეშე“.

თეგები: ომიკრონი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

15:54 07-30-2025
როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?
ახალი ამბები

როგორ ვაქციოთ სახლში დაგროვებული ვერცხლი ფინანსურ რესურსად?

14:36 07-30-2025
თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან
ახალი ამბები

თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან

14:13 07-30-2025
ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

ჯეჯელატო – იტალიური ნაყინის ბრენდი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

12:18 07-30-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved