• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არსებობს მოსაზრება, რომ “ომიკრონის” შტამი პანდემიის დასასრულის დასაწყისია – დავით ზარდიაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:19 12-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

“არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ “ომიკრონის” შტამი პანდემიის დასასრულის დასწყისია“ – ამის შესახებ ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

“არსებობს არც თუ უსაფუძვლო მოსაზრება, რომ “ომიკრონის” შტამი პანდემიის დასასრულის დასწყისია. საქმე იმაშია, რომ ეს შტამი ადამიანის მიმართ ნაკლებ აგრესიულია, მძიმე გართულებებს არ იწვევს და ამ შტამით დავირუსება იოლ ფორმებში, როგორც სხვა, ნაკლებად საშიში კორონა ვირუსების შემთხვევაში, ისევე, მსუბუქი სიმპტომებით, მიმდინარეობს. სამაგიეროდ, ეს შტამი მეტად აგრესიულია კოვიდ-19-ის სხვა შტამების მიმართ და საბოლოო ჯამში, “შიდა სახეობრივ” ბრძოლაში იგი იმარჯვებს, ყველა კონკურენტ-შტამს სპობს და გაბატონდება. მოკლედ – კოვიდის ვირუსი ევოლუცირდა, საბოლოოდ გადაიქცა ისეთ ვირუსად, რომელიც გარემოსთან, ე.ი. ვირუსის მატარებელ ორგანიზმთან, ყველაზე უკეთაა ადაპტირებული, ანუ – ამ ორგანიზმს კი არ კლავს, რაც მისი დაღუპვის ტოლფასიცაა, არამედ – ეგუება.

ბუნება გვასწავლის, რომ არსებობისათვის ბრძოლის, ე.ი. კონკურენციის საბოლოო სტრატეგია – შეგუებაა, ადაპტირებაა, ანუ – ჩვენში აქტუალური პოლიტიკური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ – “კოაბიტაციაა”. მაგრამ ასეთი, “ევოლუციური კოაბიტაცია” – ჯერ დაუნდობელი ბრძოლის შედეგია, ე.ი. ბუნებრივი გზით “ზავი” ომის შედეგად მიიღწევა და ხელოვნურ კოაბიტაციებს ბუნება არ ცნობს…

აშკარაა, რომ საბოლოოდ, იქნება ეს “ომიკრონი” თუ რომელიმე სხვა, არსებობისათვის ბრძოლით კორონა ვირუსის ევოლუციონირებული ახალი შტამი, ადამიანის ორგანიზმს შეეგუება; საკითხავი ესაა – თავად ადამიანი თუ შეეგუება სხვა ადამიანსა და გარემოს, რომელშიც ცხოვრობს და ხშირად უფრო აგრესიულად ეპყრობა მას, ვიდრე ნებისმიერი ვირუსი”, – წერს ზარდიაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved