• რეკლამა
  • კონტაქტი
03:01, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილმა თავისი სანათესაოს გამო, ერთხელ უკვე მიიღო… ახლა ეს ნათესავები აგრძელებენ ამ ამბავს, მათ შორის, ფინანუსურ ნაწილშიც ეჭვებია” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
19:29 12-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ჟურნალისტი, ვახო სანაია, “ტვ პირველის” ეთერში, ზაზა სარალიძისთვის პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ძმის მიწერილ შეურაცხმყოფელ და სავარაუდო მუქარისშემცველ განცხადებას ეხმაურება და ამბობს:

“ორი პარალელი მინდა გავავლო, აქციაზე, ერთ-ერთმა მოქალაქემ ივანიშვილს შეაგინა, შემდეგ როგორ გაუსწორდნენ მას, როდესაც შარდის წასმა აიძულეს, შემდეგ, ეს საქმე როგორც დამთავრდა, ვიცით, ივანიშვილის დაცვის წვერი გამოვიდა, ამაზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

მეორე ტრი-ტრის ისტორია, ჩვენ სატელეფონო ჩანაწერები ხომ მოვისმინეთ? იქაც ფეისბუქკომენტარების და სტატუსების გამო იყო ეს ამბავი, როდესაც ივანიშვილის ვაჟის დავალებით, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი იყო ჩართული, გავიგეთ შინაარსი როგორ რეაგირებენ.

ეს კაცი, ალესანქდრე თამაზაშვილი იყო დეპუტატი, პარლამენტარი იყო, თავს უფლებას აძლევს შეაგინოს, იქ მუქარასაც შეიცავს, სადმე თუ გნახავო და ასე შემდეგ.

მათ რა ჰგონაით ახლა, რამდენ მოქალაქეს უნდა სდიონ საქართველოში? წარმოვიდგინოთ, მასობრივად დაწეროს ყველამ ის, რაც დაწერა ზაზა სარალიძემ, რომელიც გამწარებულია, არამხოლოდ შვილის ნაწილში, არამედ კოვიდის გამო, მან ტრაგედიები გადაიტანა და რა ჰგონია თამაზაშვილს, დაუვლის საქართველოს ყველა მოქალაქეს დაემუქრება და მერე ამ მუქარას აასრულებს? ან ღარიბაშვილს რა ჰგონია? ღარიბაშვილმა თავისი სანათესაოს გამო, ერთხელ უკვე მიიღო ის, რაც მიიღო, როდესაც პირდაპირ თქვა ივანიშვილმა, რატომ უშვებდა მას პრემიერ-მინისტრობიდან. ახლა ეს ნათესავები აგრძელებენ ამ ამბავს, მათ შორის, ფინანუსურ ნაწილშიც სერიოზული ეჭვებია.

და მორალური მხარე ამ ყველაფრის – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ზაზა სარალიძეზეა ლაპარაკი, რომელიც ამ სახელმწიფომ გაანადგურა, როგორ ებრძოდა ეს სახელმწიფო ამ კაცს და რა მდგომარეობამდე მიიყვანეს, ეს არის სახელმწიფო, რომელიც ამ საქმეს აყალბებდა და რომელიმე პირი არის დასჯილი, ვინც ამ საქმეს აყალბებდა? სამოხელეო დანაშაულზე არავინ აგო ასუხი. გაჩერდით მაინც, ხალხო, გაჩერდით მაინც. რაღაცას ხომ აქვს საზღვარი? წარმოიდგინეთ რაზე არიან წამსვლელნი.

დაანებეთ ამ ადამიანს თავი, მას აქვს უფლება, როგორც უნდა ისე მოიხსენიოს ეს მთავრობა, ისევე როგორც ჩვენ, რადგან ჩვენი დაქირავებულია მთავრობა, მაგრამ თქვენ, ხელისუფლებას და ხელისუფლების ოჯახის წევრებს მოგეთხოვებათ მეტი და როდესაც თამაზაშვილი, ყოფილი დეპუტატი ამას ამბობს, მოგეთხოვებათ, რომ პრემიერ-მინისტრი ამბობს ამას. ზაზა სარალიძე ამას არ იმსახურებს, დაანებეთ ამ ადამიანს თავი, შეგინება კი არა, ენა როგორ გიბრუნდებათ მის წინააღმდეგ, თქვენი, ოცნების მმართველობის დროს მოხდა ეს ყველაფერი.

თეგები: ვახო სანაიაირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved