• რეკლამა
  • კონტაქტი
08:56, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციის ოთხი ლიდერი აპირებს სამი პარტია გააერთიანოს და სათავეში ნიკა მელია ჩაუყენოს…” – გეგმის დეტალები

ალია ავტორი - ალია
17:16 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

“ალიას” ორშაბათის ნომერი დაიბეჭდა მასალა იმის შესახებ, რომ ოპოზიციის ოთხი ლიდერი პარტიების გაერთიანებას აპირებს და ამის შესახებ კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ახალ კოალიციას აყალიბებს და გაერთიანებაში 4 პარტიას, “ნაციონალური მოძრაობას”, “ლელო საქართველოსთვის”, “გირჩი მეტი თავისუფლებას” და “დროას” ვიხილავთ.

ანი დვალიშვილი, ალია


იცით, რა არის საინტერესო? რომ დაწერ ინფორმაციას და პოლიტიკოსები ყურებს შუა რომ გაატარებენ და მერე რომ დადასტურდება, იმავე ყურებზე რომ დგებიან, ეს როგორ გაბედეს და გვაკადრესო? უკვე გასულ ორშაბაათს ვწერდით, რომ ხელისუფლება, ყველა მუნიციპალიტეტში (და ხაზგასმით ვამბობდით რუსთავს, ბათუმსა და ზუგდიდს) აპირებდა 2022 წლის ბიუჯეტის მიღებას საკრებულოს ძძველი შემადგენლობით, რადგან ოპოზიციასტან სავაჭრო არ ჰქონოდა. ახალი საკრებულოები კი 3 დეკემბერს, უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის ფორმატში შეუდგებოდნენ მუშაობას. ეს ინფორმაცია ზუსტად იცოდნენ ოპოზიციის ლიდერებმა ორშაბათს, მაგრამ ყური მანამ არ შეიბერტყეს, სანამ მართლა არ შეიკრიბა საკრებულო და მაართლა არ დააჩაქუჩეს ბიუჯეტი. მერე ვიღაცას თითი მოტყდა, ვიღაცამ მყრალი სითხე დაასხა… მოკლედ, ზუსტად ისე გაგრძელდა, როგორც მანამდე – სანახაობა რამდენიც გინდა, პური არაა. ახლა ოპოზიცია იმუქრება, ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებთ, ხელისუფლებას უკან დახევა მოუწევსო, მაგრამ ესეც მორიგი სანახაობაა. კანონით, საკრებულოებს ამის უფლება ჰქონდათ, რამდენად ჰქონდათ მორალური უფლება, სხვა საკითხია, მაგრამ კანონი მორალს ნაკლებად სცნობს და თუ არ გჯერათ, აგერ, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველ ნაწილს გადახედეთ, სადაც წერია, რომ „გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე.“ თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს სასჯელი სამართლიანია…


მოკლედ, ოპოზიციას სალაპარაკო თემა მიეცა და ცოტა ხნით მიხეილ სააკაშვილიც კი მიავიწყდათ, მაგრამ ეს ცოტა ხნით. 29-ში საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესია ჩანიშნული და მოსამართლე პირობას დებს, თუ სასამართლო დარბაზში მიშას არ მოიყვანენ, პროცესს გადავდებო. ხელისუფლებას სააკაშვილის გადაყვანა არ სურს, რადგან უკვე გაკეთებულია მოწოდება და სასამართლოს წინ რამდენიმე ათასი კაცი შეიკრიბება და მათ შორის ისეთებიც, სააკაშვილისთვის ხელის ჩამორთმევის სურვილი რომ ექნებათ, რაც აუცილებლად გადაიზრდება სამართალდამცავებთან დაპირისპირებაში და ვინ იცის, შესაძლოა მხოლოდ თითის მოტეხვით აღარ დასრულდეს. სააკაშვილი გაბზარულის გატეხვას ცდილობს და სურს, სიტუაცია რადიკალურად და ბოლომდე დაძაბოს, რაც გადასარევად გამოსდის კიდეც. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას აშანტაჟებს და პირობებს უყენებს, ვინ და როდის უნდა შევიდეს მასთან. ეს იმ სიტუაციაში, როცა იმავე ხელისუფლებას უფლება აქვს სააკაშვილთან ლიზა იასკო არ შეუშვას. ოფიციალურად, ანუ ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პატიმართან შესვლის უფლება აქვს ოჯახის წევრს, დეპუტატს, სახალხო დამცველს და ადვოკატს. იასკო კი, ქართული კანონმდებლობით, უბრალოდ მეგობარი გოგონაა, მაგრამ ხელისუფლება ვერ ბედავს და უარს ვერ ეუბნება, რითაც კანონსაც არღვევს და სხვა პატიმრების გულისწყრომასაც იწვევს – მეგობარი გოგონები ბევრს ეყოლება, მაგრამ სანამ ოფიციალურად, ხელს არ მოაწერენ, ციხეში შესვლა გამორიცხულია. ჰოდა, ეს მოთხოვნები სხვა პატიმრებს ამ კვირაშივე გაუჩნდებათ და წერილობითი ფორმითაც მიმაართავენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. აი, რა პასუხს გასცემს დეპარტამენტი, ეგ არის საინტერესო.


29-ში ქუდზე კაცი რომ უნდა გავიდეს სააკაშვილის მხარდასაჭერად, ნაციონალებმა კარგად იციან, თუმცა მათ დანარჩენი ოპოზიცია ემიჯნება. მათ არც ამის ფინანსური რესურსი გააჩნიათ, არც დიდი ადამიანური რესურსით დაიკვეხნიან და რაც მთავარია, მათ არ სჯერათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში, ის მართლაც არ მოინდომებს რაიმე თანამდებობას და უბრალო აქტივისტად დარჩება. ყველამ იცის, რომ მიშა დანარჩენებს მშრალზე დატოვებს და პირველ რიგში, მშრალზე დარჩენა ნიკა მელიას ემუქრება. სააკაშვილმა ახლა უფრო ნათლად იგრძნო ის, რომ მელიას ავტორიტეტი აქვს, მის სიტყვას ითვალისწინებენ და რაც მალე მოიშორებს გზიდან, მით უკეთესი. ამას თავად მელიაც ხვდება.

დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნაზე კონსულტაციები უკვე გაიმართა. ოპოზიციის ოთხი ლიდერი აპირებს სამი პარტია გააერთიანოს და სათავეში ნიკა მელია ჩაუყენოს. საუბარი მამუკა ხაზარაძიეს „ლელოზე“, ელენე ხოშტარიას „დროაზე“ და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩზეა“. ამ სამი პარტიის გაერთიანება და სათავეში მელიას ჩაყენება ნიშნავს ახალი ტიპის ოპოზიციურ მოძრაობას, რომელმაც წინააღმდეგობა პირველ რიგში სწორედ ნაციონალებს უნდა გაუწიოს და თუ მელია წავა, მას არაერთი ადამიანი გაჰყვება.

პარალელურად, სააკაშვილი ციხიდან ვერ შეძლებს პარტიის მართვას ისე, როგორც საჭიროა და არ არის გამორიცხული, თავმჯდომარედ უფრო რადიკალური ადამიაანი, მაგალითად ლევან ვარშალომიძე დანიშნოს. საუბარია ნიკა გვარამიაზეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, გვარამიას „მთავარი არხიდან“ წასვლა მოუწევს, ეს კი მის გეგმებში ამ ეტაპზე არ შედის. ამ ეტაპზე იმიტომ, რომ ნაციონაალების ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ყველამ იცის, რომ გვარამიას ერთადერთი პოსტი უნდა და ეს პოსტი გენერალური პროკურორის სავარძელია.

„ხაზარაძე, ხოშტარია, ჯაფარიძე, მელიას ოთხეულს მომავალ გაერთიანებაზე საუბარი ჰქონდა, მაგრამ მათ კარგად იციან, რომ ამ ეტაპზე გაერთიანება ნაციონალების და უშუალოდ სააკაშვილის მხრიდან ღალატად მოინათლება და ადვილად „გაპრავდება“. ამიტომ, ისინი შესაფერის მომენტს ელოდებიან, როცა ამ გაერთიანებას აზრიც ექნება და პოლიტიკურადაც გამართლებული იქნება. მითუმეტეს, რომ დასავლელი პარტნიორები კატეგორიულად ითხოვენ რაიმე ძლიერი ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას, რადგან კარგად ხვდებიან, რაც დრო გადის, ნაციონალების დაბრუნების პერსპექტივა სულ უფრო რთულად მოსახდენია. შესაძლოა, ვინმეს პირიქით ეგონოს, ნაცების მხარდამჭერთა რიცხვი არჩევნებიდან არჩევნებამდე იმატებს, თუმცა რალურად, მარყუჟი მოშვებულია იქამდე, სადამდეც „ქართულ ოცნებას“ აწყობს და ასეთ პირობებში, 2024 წელსაც კი, საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციური მთავრობის პერსპექტივაც არარეალური ჩანს“, – გვეუბნება ნაციონალური მოძრაობის ის მაღალჩინოსანი, რომელიც უშუალოდ იყო იმის მომსწრე, როგორ მოითხოვეს დასავლელმა ელჩებმა ზომიერი და მძლავრი ოპოზიცციური პარტიის ჩამოყალიბება.


მისივე თქმით, წალენჯიხის წაგებაზე ხელისუფლებაში აღარ ნერვიულობენ, რადგან სწორედ წალენჯიხის მაგალითზე დანარჩენ საქართველოს დაანახებენ, რომ ხელისუფლებასთან ურჩობას კარგი არაფერი მოაქვს. წალენჯიხა ვერ გახდება მაგალითი დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის და რამდენიც არ უნდა იძახოს მამუკა ხაზარაძემ, იქ ფულს ჩავდებ და მუნიციპალიტეტს ავაღორძინებო, ამ საქმიდან არაფერი გამოვა. წალენჯიხის შესამჩნევ აღორძნებას რამდენიმე ათეული მილიონი სჭირდება, ხაზარაძე კი ამდენს არ გაიმეტებს და მაქსიმუმ ერთი ობიექტი გახსნას, რომელსაც ოპოზიციური არხები დაატრიალებენ, შექმნიან შთაბეჭდილებას, რომ იქ სამუშაო ადგილები იქმნება, რეალური სურათი კი სრულად სხვაგვარი იქნება. წალენჯიხის პერსპექტივაზე ფიქრი დაასრულა თემურ ჭყონიამაც, რომელიც არანააირ ინვესტიციას არ გეგმავს ამ მუნიციპალიტეტში და დანარჩენმა ბიზნესმენებმაც მკაცრი გაფრთხილება მიიღეს, ინიციატივებისგან თავი შეიკავონ. სამაგიეროდ, სხვა, წალენჯიხის ახლოს მდებარე მუნიციპაალიტეტებში დაიხარჯება დაგეგმილზე მეტი თანხა, რეგიონალური განვითარების ფონდი ბიუჯეტის დიდ ნაწილს სწორედ ამ რაიონებში მიმაართავს, ცალკე ინფრასტრუქტურის სამინისტრო მიაქცევს ყურადღებას და მოსახლეობას სხვაობას დაანახებენ. ჰო, ორიოდე დღის წინ, წალენჯიხაში დიდი ზარ-ზეიმით პირველი შუქნიშანი დაკიდეს და ტაშიც დაუკრეს, მაგრამ ოპოზიციის სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა – ეს სამუშაოები სამი თვის წინ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიაამ შეასრულა, ანუ შუქნიშნის მონტაჟი წინა მერის დამსახურებაა და გიორგი ხარჩილავამ ამის საკუთარ თავზე დაბრალება ვერ შეძლო.


დასასრულ – მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს პირდაპირ ეთერში გაშუქების მოთხოვნა უკვე დაყენებულია და თუ ეს დაკმაყოფილდება და მესამე პრეზიდენტის პროცესი უწყვეტ რეჟიმში წავა, სანახაობა მერე ნახეთ. პურის კი ისევ რა მოგახსენოთ, ისევ არ იქნება.

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved