• რეკლამა
  • კონტაქტი
10:24, პარასკევი, 18 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

როგორ იქცა საყვარელი საქმე, მშობლიური მხარის სიმბოლოდ – 14 წლის გიგა გვაძაბია კლუბ ,,სოხუმის“ მორაგბეა

ალია ავტორი - ალია
14:38 11-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

მოგონებები მშობლიურ მხარეზე 14 წლის გიგა გვაძაბიას გულსაც და გონებასაც თანაბარი სიმძაფრით შემორჩა. თვალს დახუჭავს და  საყვარელ სანაპიროს ხედავს. ფიქრობს რომ ზღვას იქ სხვა სუნი აქვს, თითქოს მზეც უფრო თბილი და ნათელია, იქაური სიმწვანეც არასოდეს გახუნდება. სოფელ ბარღევში დაიბადა და გაიზარდა. ყველა კუთხე-კუნჭული, რაც აფხაზეთში მოუვლია, მის მეხსიერებაში ღრმად არის ჩაბეჭდილი და იქაური მაგნოლიებივით, ფერს არც გიგას მოგონებები შეიცვლის.

,,აფხაზეთში საოცარი ადგილებია, რომ ნახოთ გაგიჟდებით. ძალიან განსხვავდება სხვა ქალაქებისგან. სოხუმი და გაგრა ძალიან ლამაზია, იქ მირჩევნია იმიტომ რომ იქ ჩემი სოფელია, იქჩემი სახლია“.

ახლა ზუგდიდში ცხოვრობს, სახლს სადაც დაიბადა დაახლოებით 100-მდე კილომეტრი აშორებს, მაგრამ მანძილი რა დასათვლელია, როცა საყვარელი საქმით სოხუმის სახელს მუდმივად თან ატარებს. 14 წლის მორაგბე რაგბის კლუბი ,,სოხუმის“ წევრია.

,,6 წელია რაგბიზე დავდივარ. ,,სოხუმში’’ 5 წლის წინ დავიწყე ვარჯიში. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ვთამაშობ რაგბს და მითუმეტეს რაგბის კლუბ ,,სოხუმში“,  ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და პატივია“.

პატარაობიდან მიზანდასახული და უშიშარი ბავშვი იყო, ყოველთვის იზიდავდა ეს სპორტი და მიაჩნია, რომ სწორედ იმ თვისებებით გამოირჩეოდა, რაც წარმატებულ მორაგბეს სჭირდება. რაგბი რომ მისი ცხოვრების ნაწილი გახდებოდა იმ დღესვე გადაწყვიტა, როცა  მოედანზე პირველად დადგა ფეხი.

,, ბიძაშვილმა შემიყვანა რაგბზე და ბოლომდე უნდა გავაგრძელო, ეს მიზანი დავისახე თავიდანვე. თამაშის დროს რაღაცას რომ იტკენ ტირილი არ უნდა დაიწყო და მოედნიდან არ უნდა გახვიდე, უნდა იბრძოლო ბოლომდე, უნდა ითამაშო. შენსას უნდა მიაღწიო, არ დანებდე, შენი გუნდი და თანაგუნდელები არ უნდა მიატოვო. სანამ სუნთქავ, არ კვდები და უნდა ითამაშო ბოლომდე“.

მიზანი დიდი აქვს. მოლოდინიც. თამაშის წესების ცხოვრებაში გადმოტანას ფიქრობს და სჯერა, რომ ამ გზით ოცნებას აიხდენს.

,,ვოცნებობ, რომ საქართველო გაერთიანდეს. მინდა, რომ ჩვენი გუნდი იყოს პირველადგილოსანი. და მინდა, რომ მე პირადად საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ვითამაშო, შევიძინო დიდი გამოცდილება და მერე დავბრუნდე ჩემ ქვეყანაში. ჩემი ცოდნა გავუზიარო და ვასწავლო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს. რაგბი არის გუნდური სპორტი და თუ ასე ერთ გუნდად ვიქნებით ცხოვრებაშიც მართლა მჯერა, რომ დავიბრუნებთ აფხაზეთს“.

რაგბის კლუბი ,,სოხუმი“ 2016 წელს დაარსდა. ვარჯიში, ფორმა, კვება, ტრანსპორტირება, საჭირო ინვენტარი და ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის სხვა მნიშვნელოვანი აქტივობები გუნდის ყველა წევრისთვის უფასოა. კლუბისთვის საჭირო ფინანსების მოძიება დამფუძნებლებს წლების მანძილზე სხვადასხვა ხერხით უწევდათ – 30-ზე მეტი ბავშვით დაკომპლექტებული გუნდი შემოწირულობებით არსებობს. 2021 წლის აგვისტოდან „სოხუმის“ სპონსორი „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ გახდა, რომელიც კლუბის საჭიროებებზე მთელი წელი იზრუნებს და ყველა აქტივობაში აქტიურად იქნება ჩართული.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს
ახალი ამბები

Archi Group-მა და INVIA-მ, პარტნიორებთან ერთად, Trump Tower Tbilisi-ის გრანდიოზული საერთაშორისო პროექტი წარადგინეს

12:41 09-17-2026
გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:28 09-17-2026
ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved