• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, კვირა, 20 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ტერორისტებივით აკავებენ ქუჩაში პატიოსან ხალხს… ვინც გადაურჩა პანდემიას – ისინი საზღვარგარეთ ან ციხეში!” – ნათია ჩხეტიანი

ალია ავტორი - ალია
01:31 11-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

ადვოკატი, ნათია ჩხეტიანი:

“დაიწყო მასიური დაკავებები.

მოსამართლეები განსაკუთრებით ქუთაისში არც ერთი დაკავების შუამდგომლობაზე არ ამბობენ უარს, აკმაყოფილებენ უპირობოთ.

მთავრობა ყალიბდება რეჟიმად, ზედმეტსახელად – ,,დააკავე”.

ვინც გადაურჩა პანდემიას ცოცხალი – ისინი საზღვარგარეთ ან ციხეში!

ადვოკატს წესით უნდა გიხაროდეს დაკავებებიო, რა უნდა მიხაროდეს რა? მე რომ პური არსობისა ვიშოვო ქართველების პატიმრობა უნდა მიხაროდეს?

ამ დილით 8 საათზე სამხარეოს გამომძიებელმა დამირეკა შენი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული სასამართლო განჩინებით დავაკავეო, მეძინა და ისეთი შეტევა მომცა გულმა, რამე რომ მომსვლოდა მომაყოლებდნენ გამომძიებელს უკან.

თან, როგორი პატიოსანი კაცი დააკავეს, ხელებდაკოჟრილი, მშრომელი ატირებული, გაუფრთხილებლობაო….

4 წლამდე მუხლი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, ალტერნატიული სასჯელი შინაპატიმრობა, ბრალდებული ნასამართლობის არ მქონე, მიწაზე შრომით ხელებგადატყაული, კრიმინალი რომ იყოს მესმის…. სასამართლომ გასცა განჩინება, იმდენი არ იფიქრა, რატომ და როდის მიდის მასთან პროკურორი დაკავების განჩინების სათხოვნელად, რა თავად ვერ დააკავებს გადაუდებელი აუცილებლობით?

როცა გამოძიება ვერ ბედავს და მტკიცებულება 0-ია მაშინ მიდიან სასამართლოში.

ამ დროს უნდა იმარჯვოს მოსამართლემ და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში დააკმაყოფილოს შუამდგომლობა, რადგან არასწორად კიდებენ მხრებზე ტვირთს, რომელიც მისი საზიდი არ არის.

მაგრამ ქუთაისის სასამართლო?

როდესმე უარი უთქვამს პროკურორის შუამდგონლობაზე ბრალდებულად პირის დაკავების მოთხოვნით?

არადოდეს, არასოდეს, არასოდეს!

ტერორისტებივით აკავებენ ქუჩაში პატიოსან ხალხს, სასამართლოს განჩინებით. ამ შემთხვევაში პროკურორი და გამომძიებელი ხელს იბანს, რა ვქნა სასამართლოს განჩინებაა! სწორიცაა, რა ქნას, თავად რომ ვერ გარისკა იმიტომ მიაკითხა მოსამართლეს.

ხოდა, ეს დამწყვდეული, დამშეული, ფილტვებდაზიანებული, ფსიქიკადაზიანებული, ძლივსმსუნთქავი ერი დაემსგავსა გასაკრავად მომზადებულ ასანთს.

ხალხში ყოველდღიურად მაღლა იწევს და იწევს ტალღა უსამართლობის განცდის, უკმაყოფილების, შერჩევითობის, აშკარად გამოხატული დისკრიმინაციის.

გენოციდის წინაშე მდგარი ქართველი ერი, იხუვლებს მალე!”

თეგები: ნათია ჩხეტიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved