ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ, განაცხადა:
“მიუღებელია საქართველოს პარლამენტარების მიერ საქართველოს სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები, მისი და მისი სამსახურის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობასთან და შიმშილობასთან დაკავშირებული საქმიანობის გამო. მე ვაფასებ სახალხო დამცველსა და მის სამსახურს, საკუთარი მცდელობებისთვის, შეინარჩუნონ ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი შესაძლო სტანდარტები ყველა იმ ინდივიდის მიმართ, ვიზეც საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია ვრცელდება.
ეს საკითხი ჩემს დღის წესრიგში მნიშვნელოვანი იყო გუშინ, სტრასბურგში, ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილთან გამართული შეხვედრის დროს.
ვენეციის პრინციპების მიხედვით, წევრი ქვეყნები არიან ვალდებულები ეფექტიანად დაიცვან ომბუდსმენების საკუთარი ინსტიტუციები ნებისმიერი საფრთხისგან ან მათი ეფექტიანი ფუნქციონირების დამაბრკოლებელი ქმედებებისგან. საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებ, სახალხო დამცველი, მისი სამსახური და ასოცირებული ექსპერტები უზრუნველყონ ისეთი სამუშაო პირობებით, სადაც ხელი ეწყობა მათი მანდატის დამოუკიდებლად, ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენებას, ევროსაბჭოს მინისტრების კომიტეტის 2021 წლის რეკომენდაციების შესაბამისად, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ეფექტიანი, პლურალისტური და დამოუკიდებელი ეროვნული ინსტიტუციების განვითარებისა და გაძლიერებას.
ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ევროსაბჭოს ჩათვლით, რათა შესაძლო იყოს ომბუდსმენის ინსტიტუციის ექსპერტიზისთვის ნდობა; ომბუდსმენის ინსტიტუცია, რომელსაც შეეძლები საკუთარი სამუშაოების დამოუკიდებლად და ეფექტიანად შესრულება, საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის პარიზისა და ვენეციის პრინციპების სრული შესაბამისობით”.
კომენტარები