• რეკლამა
  • კონტაქტი
18:28, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გახდა ერთ დღეში ქაბულის დაცემის მიზეზი?

ალია ავტორი - ალია
20:45 11-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

რა შეცდომები იყო დაშვებული ავღანეთში 20 წლიანი ომის დროს და რამ განაპირობა ერთ დღეში ავღანეთის ხელისუფლების მყისიერი მარცხი თალიბანის წინაშე? ამ საკითხზე მასალას – “ამერიკის ხმა” აქვეყნებს.

ოთხშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შეხვედრა გაიმართა. ამერიკელმა კანონმდებლებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს და თქვეს, რომ შეცდომები ამერიკის ოთხივე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირობებში იქნა დაშვებული.

20 წლიან ომს ავღანეთში 2 500 ამერიკელი სამხედრო შეეწირა, ხოლო 20 000-ზე მეტი სამხედრო კი დაშავდა. ომის დროს ავღანეთში დახარჯული თანხის ოდენობა კი 2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

თანხის დიდი ნაწილი ავღანეთის დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების გაძლიერებაში და ავღანეთის არმიის შეიარაღებასა და გაწვრთნაში დაიხარჯა. თუმცა დღეს ანალიტიკოსები, სენატორები და სხვა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს არაეფექტური იყო. ისინი მიზეზად კორუფციას ასახელებენ.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, თუ როგორ წყურია ხალხს მსოფლიოს გარშემო სიტყვის, გამოხატვის, რელიგიის თავისუფლება. ამ მიმართულებით ბევრს ვაკეთებთ. ავღანეთში განვითარებული პროცესები, პოლიტიკის შემუშავებაში უნდა გავითვალისწინოთ“, – თქვა სენატორმა რიშმა. „ამ მხრივ ჩვენ არ ვიყავით ეფექტურები და ამან ავღანეთში კორუფციას გზა გაუხსნა, რაც დაუშვებელია”, განაცხადა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა. მას მიაჩნია, რომ ამერიკამ ეს გამოცდილება სამომავლოდ უნდა გამოიყენოს.

რესპუბლიკელი სენატორის პოზიცია სენატორების დიდმა ნაწილმა და სხდომაზე მიწვეულმა მომხსნებლებმაც გაიზიარეს. ლორელ მილერი, რომელიც “საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის” აზიის პროგრამების დირექტორია მიიჩნევს, რომ კორუფცია ავღანეთში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.

„ჩვენმა დახმარებამ ავღანეთში კორუფციის გაღვივებას ხელი შეუწყო. ძალიან შეზღუდული ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ჩვენ ვდებდით დიდი რაოდენობის ინვესტიციას სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში.

ავღანეთში ჩადებული ფულით კორუფცია გაიზარდა და ბევრი ავღანელი კონტრაქტორი ძალიან გამდიდრდა. ნაწილმა დუბაიში ვილებიც კი აიშენა. ვფიქრობ, ეს არასწორი იყო. ამან გავლენა იქონია მოვლენების ასეთ განვითარებაზე“, – თქვა მილერმა.

გაცილებით უფრო კრიტიკული იყო ბენ კარდინი, დემოკრატი სენატორი მერილენდიდან. მას მიაჩნია, რომ ამერიკამ დრო „ფუჭად დაკარგა“.

„მესმის, რომ 20 წელი შეიძლება არ იყოს საკმარისი ზოგიერთი ერისთვის რომ დემოკრატიული მმართველობა ჩამოყალიბდეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ 20 წლის განმავლობაში დრო ფუჭად დაიკარგა. მიღებული გაკვეთილების შემდეგ უნდა არსებობდეს გზა, რომლითაც ჩვენ შევძლებთ დახმარება გავუწიოთ ავღანელ ხალხს და არა კორუმპირებულ ლიდერებს“, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა.


ახლა ავღანეთს ფინანსური დახმარება ნამდვილად სჭირდება. 31 აგვისტოს შემდეგ, როცა ბოლო ამერიკელმა სამხედრომ ავღანეთი დატოვა, ქვეყანაში ეკონომიკური ვითარება უკიდურესად გაუარესებულია. გაუფასურდა ეროვნული ვალუტა და ფასები პროდუქტზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თალიბანი რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას აღიარებს და ვაშინგტონს დახმარებას სთხოვს. ამერიკამ ავღანელი ხალხის დახმარებისთვის 144 მილიონი ამერიკული დოლარი უკვე გამოყო. დახმარებას ავღანელები ჰუმანიტარული ორგანიზაციების საშუალებით მიიღებენ. წლის ბოლომდე თანხა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

მოიხსნება თუ არა თალიბანის მიმართ დაწესებული სანქციები და განაახლებს თუ არა დასავლეთი ავღანეთის მთავრობისთვის ფინანსურ დახმარებას ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზე, თუ როგორ დაიცავს თალიბანიქალების უფლებებს. თუ თალიბანი ქალებს, მუშაობის და სწავლის უფლებას არ მისცემს, სანქციების მოხნა ნაკლებად სავარაუდო იქნება. თალიბანი ამბობს, რომ ამაზე მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე ქალებს ავღანეთში რთული ვითარება უდგათ და ლურჯი ბურკებით ცხოვრება უწევთ.

„ვითარება, რომელიც ქალთა უფლებების მხრივ ავღანეთშია შექმნილი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ტრაგიკული ასპექტია. ჩვენი იქ ყოფნის დროს დიდი ნაბიჯები გადაიდგა წინ, ქალებს სწავლის და მუშაობის უფლება ჰქონდათ. ახლა რაც ხდება ტრაგიკულია. თალიბანმა ქალებს უფლებები სრულაც წაართვა. მე ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ჰუმანიტარული დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ ავღანელ ხალხს, მაგრამ ჩვენ ასევე უნდა მივაღწიოთ პროგრესს ავღანეთში ქალთა უფლებების მხრივ“, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. დემოკრატი სენატორს ფიქრობს, რომ 20 წლის განმავლობაში შეცდომები დაშვებული იყო, თუმცა დადებითი შედეგებიც იყო.

დემოკრატი სენატორი ამბობს, რომ 20 წლიანი ომის დროს ავღანეთში განათლებისა და ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. 2001 წლამდე ავღანეთში, მაშინ როცა თალიბანი მართავდა ქალებს ავღანეთში ჯანდაცვაზე წვდომა არ ჰქონდათ. კაც ექიმებთან მისვლის უფლებას მათ კანონი არ აძლევდა ქალი გამოცდილი ექიმები კი ქვეყანას არ ყავდა, რადგან ქალებს მუშაობისა და სწავლის უფლება არ ჰქონდათ. ამის გამო ქვეყანაში ათასობით ქალი იღუპებოდა.

„2002 -2012 წლებში მილიონობით ავღანელმა ქალმა განათლების მიღება შეძლო. იქ ყოფნის პერიოდში შევამცირეთ ჩვილთა და დედათა სიკვდილიანობა. შემცირდა სიღარიბეც. თუმცა კორუფციის გამო ამ მიმართულებითაც დღეს დიდი პროგრესი აღარ არის“, – თქვა სხდომაზე ავღანეთში ამერიკის ყოფილმა ელჩმა რაიან კროკერმა.

ლორელ მილერი ამბობს, რომ თალიბანი ქალთა უფლებების დაცვაზე უარს არ ამბობს, თუმცა მნიშვნელოვან ნაბიჯებს მაინც არ დგამს.

„სამუშაო ბევრია. ამერიკამ ამ მხრივ კოლექტიური ძალისხმევა უნდა გამოიყენოს. თალიბანი ამბობს, რომ ამ საკითხზე მუშაობენ, თუმცა მათ რელიგია ქალებისთვის განათლების მიღებასა და მუშაობას უკრძალავს. მე ფიქრობ, ამ მხრივ მათ მაგალითები სხვა ისლამური სახელმწიფოებისგან უნდა აიღონ, სადაც ქალებს სწავლის უფლება აქვთ. მე ვფიქრობ ამ მხრივ ზეწოლა უნდა გაიზარდოს და გაგრძელდეს“, – თქვა მილერმა.

კორუფციის მიღმა სენატში გამართულ სხდომაზე აღინიშნა, რომ პრობლემა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის მიწურულს წარმოიშვა, როცა ამერიკის პრეზიდენტმა ომის დასრულების შესახებ ისაუბრა. ამერიკის ყოფილი ელჩი ავღანეთში, რაიან კროკერი ამბობს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ავღანელებში დიდი გუაგებრობა მოჰყვა.

სენატორების ნაწილმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებებიც გააკრიტიკა. სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ტრამპის მიერ თალიბანის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებიც დასახელდა, რომელთა ფარგლებშიც თეთრი სახლი თალიბანთან მოლაპარაკებებს ავღანეთის მთავრობის გარეშე აწარმოებდა და ამერიკის ჯარის ავღანეთიდან გამოსვლის პროცესის დეტალებს განიხილავდა.

კრიტიკულები იყვნენ სენატორები პრეზიდენტ ბაიდენის მიმართაც. სენატორთა ნაწილმა თქვა, რომ ავრანეთიდან გამოსვლით ამერიკის იმიჯი მნიშვნელოვნად დაზარალდა და ამ მხრივ გეგმა არასწორად იყო შედგენილი. ლორელ მილერმა აღნიშნა, რომ ავღანეთი ამერიკის ინტერესებში აღარ ჯდებოდა, რამაც გამოსვლის პროცესი დააჩქარა.

„ავღანეთი არ იყო და არ არის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი ინტერესის სფერო. ასე ვფიქრობ, რადგან ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ბაიდენი არ მიიღებდა ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილებას. თუ ის ჩათვლიდა, რომ იქ ყოფნა ამერიკის ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, ჯარი იქ დარჩებოდა“, – აღნიშნა მილერმა.

სხდომა სენატში, დაახლოებით, ორი საათი გაგრძელდა. სენატორებმა და მომხსენებლებმა 20 წლიანი ომის რამდენიმე ასპექტი განიხილეს. ავღანეთის ომის შესახებ სენატში მოსმენები მომდევნო კვირების განმავლობაშიც გაგრძელდება.

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: ქაბული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved