• რეკლამა
  • კონტაქტი
14:31, სამშაბათი, 17 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით, უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი…“ – გიორგი კეკელიძე გალაკტიონზე

ალია ავტორი - ალია
00:09 11-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

„ეროვნული ბიბლიოთეკის“ ხელმძღვანელი, მწერალი გიორგი კეკელიძე:

„არის ერთი სრულიად გენიალური ფოტო – გალაკტიონს მინერალური წყლის ბოთლი უჭირავს და ჰაერში ასხამს. ერთი შეხედვით, ყველას შემთვრალი კაცი ეგონება, ხელში ღვინით. უკან საგანგებოდ აქვს მიწერილი: ,, გალაკტიონ ტაბიძე მინერალური წყლის, “ვარძიის” ბოთლით ხელში. როდესაც სურათი გადაუღიათ, უთხოვია, არ დაებეჭდათ, რადგან “სხვებს ღვინო ეგონობათო”. 1955 წლის ივლისი. ’’ ეს რომ გადაიღო, ხომ იცოდა, რომ ეგონებოდათ. რომ თხოვა, ისიც ხომ იცოდა, რომ მაინც დაბეჭდავდნენ. ადრე თუ გვიან. განა გალაკტიონი არ სვამდა. სვამდა. ღვინოსაც. მაგრამ ხომ ხვდებით ახლა რისი თქმაც მინდა. ამიტომაც არის დიდი. უდიდესი მისტიფიკატორი. და ეს ფოტო, დედაჩემი რვეულის მერე, არის ჩემთვის გალაკტიონი. და გალაკტიონ ტაბიძე დედაჩემის მათემატიკის სქელი რვეულია. ,,უსიყვარულოდ, მზე არ სუფევს ცის კამარაზე’’

უკეთესები ლექსებიც აქვს? ვიცი. ვიცი. ბევრად უკეთესი. ისიც ვიცი, რაც ზეპირად გვახსოვს, უმეტესი მათგანი, ,,დაუზეპირებლებს’’ ბარემ ლურჯა ცხენების გაჭენების მანძილზე ჩამორჩება, მაგრამ მაინც. კითხვა რომ ვისწავლე, დედაჩემის გამოწერილი ლექსების რვეული იყო მათ შორის, რაც შემომაჩეჩეს. კი, ასეთი რვეულები არსებობდა მაშინ. რატომღაც მხოლოდ ქალებს ჰქონდათ. და იქ პირველი ეს ლექსი ეწერა, გამოყვანილი ასოებით და დიდი სიფრთხილით. პოეტობა ეს არის და არა რაღაც ანთოლოგიებს დართულ მიმოხილვებში მოხვედრა. პოეტი უნდა შეგხვდეს ყველგან. წიგნებში, რვეულებში, მატარებელში.

თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved