• რეკლამა
  • კონტაქტი
09:07, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გიგი უგულავამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა

ალია ავტორი - ალია
15:56 03-14-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა გიგი უგულავამ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განუცხადა. როგორც ბასილაია განმარტავს, უგულავამ პრეზიდენტს განცხადებით გუშინ მიმართა.

„მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების გამოყენების შუამდგომლობით, რათა მან გაათავისუფლოს გიგი უგულავა საპატიმრო დაწესებულებიდან.

საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც – „განსხვავების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”. ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის გიგის პატიმრობას. თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ შეთანხმების მიღწევამდე, მან მიმართა საზოგადოებასა და კოლეგებს ოპოზიციაში, რომ მისი პატიმრობა არ გამხდარიყო ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე. ფაქტია, რომ სიტუაციის საბოლოო განმუხტვას სჭირდება იმ პირების გათავისუფლება, რომელთაც ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს. ეს მისთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც გიგის ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მოგმართავთ, რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved