• რეკლამა
  • კონტაქტი
00:56, შაბათი, 6 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გოგა ორდენიძეს დანაშაული გაქარწყლებული ჰქონდა, მისი პირადი ცხოვრება არც ახლა მაინტერესებს!” – კახი კახიშვილის კომენტარი

ალია ავტორი - ალია
16:46 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
340

სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახი კახიშვილი, “ტვ პირველთან” ადასტურებს ინფორმაციას, რომ ძალადობაში დადანაშაულებული გლდანის მე-18-ე სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, გოგა ორდენიძე, სისტემაში მან დააბრუნა. 

პოლიციაში მუშაობდა და იქიდან ვიცნობ. ჯერ კიდევ 2008 წელს გამოვიდა ციხიდან, რეაბილიტირებული იყო და სასჯელაღსრულების მინისტრობის დროს სამსახურში დავნიშნე. როგორც მე ვიცი, მას კანონთან არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, გაქარწყლებული ჰქონდა დანაშაული და შესაბამისად დაინიშნა.

კიდევ ერთხელ გეუბნებით, როცა მან შემოიტანა განცხადება, როგორც წესი და კანონია, გაიარა შემოწმება და შესაბამისად დაინიშნა. მისი პირადი ცხოვრება არ მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს! მე პასუხისმგებელი პირი ვიყავი იმისთვის, რომ კანონი არ დამერღვია და არც დამირღვევია. 

მასთან პირადი ნაცნობობა როგორ არ მაკავშირებდა, პოლიციაში მუშაობდა. ჩემი უბნელია, თუმცა ამის მეტი მასთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. ნაცნობობას მის დანიშვნასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. 

როგორ ფიქრობთ, მე ამხელა სისტემაში ვიჯექი და ვსწავლობდი მის ცხოვრებას? ამისთვის სპეციალური სამსახური იყო. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ სამსახურს არანაირი კანონი არ დაურღვევია. მეტსაც გეტყვით, არ ვიცოდი არც მუხლები და არც საქმეები, იმიტომ რომ როცა ეს ადამიანი შემოვიდა სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობის თხოვნით, შესაბამისად იმ პერიოდში რა მოთხოვნებიც იყო სამსახურის დასაწყებად, მას არანაირი დარღვევა არ ჰქონია” – ამბობს კახიშვილი. 

მე მასთან პოლიციაში მუშაობის პერიოდში სამსახურეობრივი შეხება არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი, რომ სამართალდამცავი იყო. აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია. სისტემაში დაახლოებით 6000 კაცი მუშაობს და რამდენი ადამიანია ჩემს მიერ დანიშნული და გათავისუფლებული, როგორ ფიქრობთ, ყველას ვიცნობ? მე ბევრი პოლიციელი ვიცი გვარით და სახელით, ნანახი მყავს, სადღაც შენახვედრი ვარ. ასე ვიცნობ მასაც და დაგიკონკრეტეთ კიდეც. მეგობრული კავშირი არ მაკავშირებს. ისიც ისნის რაიონში ცხოვრობს. ახლო მეზობლური, ახლო მეგობრული მე მასთან არ მქონია.

არსებული ინფორმაციით, გოგა ორდენიძემ გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში შესახლებისას მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს უკანასკნელი დაწესებულების დირექტორის პირველი მოადგილე გოგა ორდენიძეა. 

ირკვევა, რომ ორდენიძე წლების წინ შსს-ში ისანი-სამგორის პოლიციის განყოფილებაში მუშაობდა, ის 2006 წელს ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

წყარო – ტვ პირველი

თეგები: გლდანის ციხეკახა კახიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved