რთულია სიკვდილიანობაზე საუბარი, მაგრამ, სამწუხაროდ, გვექნება ლეტალობის ზრდა – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის 1 500-ზე მეტი მძიმე ავადმყოფია სამედიცინო დაწესებულებებში და 300-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,4 627 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 67 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კომენტარები