• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია, დრამატული არაფერი არ ხდება

ალია ავტორი - ალია
15:17 11-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც პარლამენტში შიმშილობს, აცხადებს, რომ სისუსტე აქვს, თუმცა “დრამატული არაფერი ხდება”. მისივე ცნობით, დღეს დილით მისთვის სასწრაფო დახმარება პარლამენტმა გამოიძახა. 

“გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცუდად ვარ და სასწრაფო იყო. პარლამენტმა გამოიძახა სასწრაფო, მე არ მომითხოვია წნევა ნორმის ფარგლებში მაქვს გლუკოზამ ცოტა დაიწია, მაგრამ ნორმის ფარგლებშია პულსიც ოდნავ დაბალი მაგრამ ნორმის ფარგლებში დრამატული არაფერი არ ხდება. უბრალოდ ცოტა სისუსტე მაქვს და ხშირად მძინავს, ამიტომ ყველას ვერ გპასუხობთ ინფორმაციას მოგაწვდით ყველა ეტაპზე გამოსავალი მარტივია, სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში”, – წერს ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან მისულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოშიმშილე გადასხმის გაკეთებაზე უარს აცხადებს. მანვე თქვა, რომ პაციენტს სისუსტე აქვს, რაც ნორმალურია შიმშილობის მე-5 დღეს. 

“შიმშილობის ფონზე სისუსტე განვითარდა. ცოტა დაბალი წნევა აქვს, ახლა სტაბილურადაა. ჰემოდინამიკა სტაბილურია, პულსი, სატურაცია ნორმალურია. ჩემი რეკომენდაცია იყო, შიმშილის ფონზე გადასხვა გაეკეთებინა, მაგრამ უარი თქვა”, – უთხრა ჟურნალისტებს სასწრაფო დახმარების ექიმმა ნონა ბეკტაშევამ. 

ელენე ხოშტარია მე-5 დღეა, პარლამენტში, ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ოთახში შიმშილობს. იგი აცხადებს, რომ იშიმშილებს მანამ, სანამ ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved