ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
„მეც მახსოვს 7 ნოემბერი. მახსოვს და ვერ ვიტან. არასოდეს დამავიწყდება, ისევე როგორც სიკვდილამდე მემახსოვრება 5 ივლისი, ჩემი დასისხლიანებული თანამშრომლები და ლექსო ლაშქარავა, რომელიც ბინძური პროპაგანდის წყალობით, მეორედ მოკლეს, გარდაცვალების შემდეგ და მახსოვს ისიც, რომ სისხლიანი 5 ივლისის არც ერთი ორგანიზატორი არაა დასჯილი (მაგათი დროც მოვა! ვის დასჯიდნენ, ხელისუფლებამ მოაწყო თავად)! ხოდა, 7 ნოემბერი რომ მახსოვს და 5 ივლისიც, ამიტომ აღარ მინდა ამ ქვეყანას ერთი პარტია მართავდეს და ამიტომ ვარ კოალიციის ამომრჩეველი!
P.s-7 ნოემბერი გვახსოვსო, რომ წერს ის ხალხი, რომელიც 5 ივლისს დღემდე აპრავებს, აი მაგ ხალხის გოდებისა შვიდ ნოემბერზე, არც ერთი წამით არ მჯერა და არც თქვენ დაიჯეროთ. (მათგან ზოგი იმ 7 ნოემბერსაც აპრავებდა). მომავალში ეგენი პირველები დაწერენ – გვახსოვს 5 ივლისიო. კარგად ბრძანდებოდეთ!“
კომენტარები