აშშ-ში, კოლორადოს შტატის ქალაქ დენვერში 2 აფთარს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ დენვერის ზოოპარკი ავრცელებს.
ეს აფთრების კორონავირუსით ინფიცირების მსოფლიოში პირველი შემთხვევაა. ინფიცირების ფაქტი კოლორადოს უნივერსიტეტის ვეტერინარული დიაგნოსტიკის ლაბორატორიამ და აშშ-ის სოფლის მეურნეობის ვეტერინარული სამსახურის ლაბორატორიამ დაადასტურეს.
ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, კოვიდინფიცირებულ აფთრებს ზოგადი სისუსტე და პერიოდული ხველება აღენიშნებათ.
კომენტარები