• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სოსო რობაქიძე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:58 11-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
104

მე მინდა მიშასთან შეხვედრა, გამოვიტან ნაღდ ამბავს იქიდან, პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე, რადგან ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის, – ამის შესახებ 2004 წელს მოკლული ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.

რობაქიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაინახოს, რამდენი ადამიანი ჰყავს გაუბედურებული.

„ქალბატონ გიულის რა უფლება აქვს, როცა საუბრობს?! მაგალითად, კობა დავითაშვილს მშობლები არ ჰყავდა რომ კლავდნენ?! ცინდელიანს დედ-მამა არ ჰყავდა, საერთოდ საფლავი რომ არ აქვს ადამიანს?! ჩვენ არ მოგვიკლეს თვალწინ შვილები?! ყოველ შაბათ-კვირას დასაფლავებაზე დავდიოდით. იმდენი ქართული სისხლი დაღვარა მაგ კაცმა, ეგ არ არის სიცოცხლის ღირსი, ღმერთი ალბათ გადაუხდის სამაგიეროს. არ ვამბობ, რომ ვიღაცამ მოკლას. მე რომ მკითხოთ, მიშა ციხეში კი არა საგიჟეთში უნდა იყოს. სამი „პაკრიშკის“ მოპარვაზე შეკრებითობით იჭერდა ხალხს ციხეში, სად იყვნენ მაშინ გვარამია, მიშას დედა?! ხალხო, გამოდით, ჩამოვიდეს ცინდელიანის დედა. ამის ორგანიზება შეგვიძლია, გავაკეთოთ. ჩამოდით მშობლები და დავანახოთ, რამდენი ვართ. იმაზე ათჯერ მეტნი ვართ, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგზე მიდის ხალხი. ათასობით ადამიანია, ვინც ციხეში არის გაუბედურებული. გაგვცეს დედამისმა პასუხი. ჩამოვიდეს მიშას დედა და გაუსწოროს ამ ხალხს თვალი. რა დღეში იყო ირინა ენუქიძე?! 90 წერილი აქვს ჩემს ოჯახს გაგზავნილი მიშას ოჯახზე, ცოლი დედა არ იყო?! თვითონ მამა არ იყო?! არც ერთი პასუხი არ არის მოსული.

მინდა მიშასთან შეხვედრა, ვეუბნები ამ მთავრობას, როგორც ერთ დაზარალებულს. მე არ შემახვედრებთ? იას შეახვედრეთ, გამცემლიძის დედას შეახვედრეთ, ვაზაგაშვილის დედაა შეახვედრეთ. მორგებში შვილებს არ გვანახებდნენ, ღორებივით დაჩეხილები ჩამოგვიყვანეს იქიდან. რა წამალი უნდა?! 200 კილო ჩამოვიდა, გამოვა 120 კილო. მე უნდა ვნახო სააკაშვილი და გამოვიტან ნაღდ ამბავს იქიდან, ჭამს, არ ჭამს, სვამს, თუ რა დღეშია. ზუსტად ვიცი, რომ 31 დღე ადამიანი რომ შიმშილობს, ფანჯარაზე ვერ ავა და ხელს ვერავის დაუქნევს. რისი მოშიმშილეა ეგ?! მესამე პირი რომ ჰქონდეს, ყველგან ჩაიყრის საჭმელს. ერთი „ნაციონალი“ გამომყვეს, თუ ჰგონიათ, რომ ტყუილს გამოვიტან. პირველი ვიქნები, რომელიც არ მოვაწერ ხელს მიშას სიკვდილზე, რადგან ვიცი, რა არის სიკვდილი და სისხლი. უნდა გადარჩეს, მთავრობის ხელიდან არ უნდა მოკვდეს, ღმერთი ისედაც დასჯის“, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved