• რეკლამა
  • კონტაქტი
20:07, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„გირჩი“ კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა და გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და კოდექსიდან შესაბამისი მუხლის ამოღებას ითხოვს

ალია ავტორი - ალია
12:34 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

„გირჩი“ კანაფის, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვა და გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და კოდექსიდან შესაბამისი მუხლის ამოღებას ითხოვს.

„გირჩმა“ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს უკვე წარუდგინა, რომლის მიხედვით, მცენარე კანაფისა და მისი პროდუქტების ბრუნვა სისხლის სამართლის პასუხისმგებობას არ გამოიწვევს და ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაცია მოხდება.

ცვლილებები დღეს იაგო ხვიჩიამ წარადგინა და განაცხადა, რომ კანაფის მოხმარება 2018 წლიდან საქართველოში ლეგალურია, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყანაში ადამიანების დევნა მაინც გრძელდება.

დეპუტატის ცნობით, „გირჩმა“ იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რათა გამოეთხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იხდის მსჯავრს მარიხუნასა და მისი პროდუქტების ფლობასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ 311 ადამიანი არის პრობაციონერი, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების ფლობაზე, ან ქონაზე, ან მოხმარებაზე. კანაფის მოყვანა-კუტივირებაზე ციხეში 33 ადამიანი ზის, კანაფის შეძენა-შენახვაზე – 32 ადამიანი, ფლობაზე – 7 ადამიანი, კანაფის ფისზე 2 ადამიანი, 4 ადამიანი გასაღებაზე და 6 ადამიანი გადაზიდვაზე. ეს მონაცემებია იმ პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ლეგალიზებულია. თქვენ იცით, რომ კახა კუჭავამ მომმართა გვემსჯელა. კანონპროექტი შემოგვაქვს, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე მარიხუანასთან და კანაფითან დაკავშირებული ურთიერთობები, ეს იქნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხი. ანუ, ამ კანონპროექტით, ეს ქმედება ისევ რჩება სამართლით დაცულ სფეროში, მაგრამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანაფის გამო არც ახლა იჯდება ვინმე ციხეში და არც შემდეგ. გვინდა, პირველი ნაბიჯი გადავდგათ და შევუთანხმდეთ ერთმანეთს იმაში, რომ კანაფის და მისი პროდუქტების გამო ერთმანეთს არ ვიჭერთ. ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციულ სფეროში, ამაზე ერთად მსჯელობა შეგვიძლია, მმართველ პარტიას და ოპოზიციას“, – აცხადებს ხვიჩია.

კანონმდებელი აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, კანაფი თავისი რეგულირებით გუთანაბრდა ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი, რომელიც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებს.

„როგორც დანარჩენი პროდუქტების გამო ადამიანებს არ ვიჭერთ, ზუსტად ასე იყოს, ამ თემას დაჭერის შიში მოვაშოროთ და უკეთეს რეგულაციაზე ვიმსჯელოთ. ეს თემა არის ადამიანების დატერორების წყარო. თქვენ იცით, რომ სამყაროში ახლა არის პროცესი, როცა ამ თემით არის გამდიდრების შესაძლებლობა, ამ წუთას, ამ შანსს ვუშვებთ ხელიდან“, – დასძინა ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved