რუსთავის ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა მიმართვას ავრცელებს.
ნიკოლოზ სააკაშვილი შვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს:
“მდგომარეობა კრიტიკულია დრო აღარ ითმენს! მოვითხოვ როგორც ექიმი, როგორც მშობელი და როგორც ქვეყნის პატრიოტი.
დღესვე ჩაატარეთ საჯარო პრესკონფერენცია სახელმწიფოს გამოყოფილმა ექიმებმა ალტერნატიულ კომისიასთან ერთად და გააცანით საზოგადოებას პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დღესვე აიძულეთ მთავრობა მიშა გადაიყვანონ მულტიფუნქციურ კლინიკაში.
გაფრთხილებთ და კოლეგიალურად მოვითხოვ”, – წერს ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები