საფრანგეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ სააკაშვილის სიცოცხლეზე პასუხისმგებელი სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაა.
“საფრანგეთი დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ვიმეორებთ და შევახსენებთ საქართველოს ხელისუფლებას სამართლებრივი სახელმწიფოს და ადამიანის უფლებათა მოთხოვნებს.
აუცილებელია ყურადღება მიექცეს რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების გარანტიები იქნას დაცული”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კომენტარები