• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლეგოს” ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო” – ჭყონია ამბობს, რომ ბიზნესი წალენჯიხაში არ გადააქვს

ალია ავტორი - ალია
11:02 11-05-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ბიზნესმენი თემურ ჭყონია “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ ის წალენჯიხაში ბიზნესის გადატანას არ გეგმავს. 

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ თემურ ჭყონიას ბიზნესი წალენჯიხაში გადააქვს, ბიზნესმენი აცხადებს, რომ “ლელოს” ლიდერს წერილი მისწერა, თუმცა მისი გასაჯაროების უფლება არ მიუცია.

ამასთან, ჭყონია ამბობს, რომ ქობულეთში სასტუმრო აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბიზნეს იქ გადაიტანს.

„მე ხაზარაძეს მივწერე ეს წერილი, კი არ მითქვამს, გაასაჯაროვე–მეთქი. არც მის გვერდით ვდგავარ და არც არავის გვერდით არ ვდგავარ. ყველაფერი ჩაიწერე, დეტალურად აგიხსნი, რისი თქმა მინდა:

30 წლის განმავლობაში არ ვიცოდი, როგორი იყო  თვითმმართველი მერი, ყველა მერი დამოკიდებული იყო ზემდგომებზე და ახლა აღმოჩნდა თვითმმართველი რეალური მერი, რომელიც თავისი გამოსვლებითა და მიდგომებით მომეწონა. მინდა, რეალურად თვითმმართველი მერი ვნახო.

ეს არ ნიშნავს ვიღაცის წინააღმდეგ წასვლას და არც ოპოზიციონერობას. ჩვენ მივდივართ წალენჯიხაში თვითმმართველობის სწორედ გამოყენებისთვის და არა ვიღაცის წინააღმდეგ. მინდა, ვაჩვენო, რომ თვითმმართველობა და ინტელექტუალური კოალიცია არის სწორი გზა.

ეს არის ჩემი მიზანი. მე იქ ბიზნესი არ გადამაქვს. “ლეგოს” ქარხანა კი არ მაქვს, დავშალო და ავაწყო. რამდენი მერია საქართველოში, არც ერთ მერს ვიცნობ ამის გარდა. ქობულეთში მაქვს სასტუმრო, როგორც იცით. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქობულეთში ბიზნესი მაქვს გადატანილი.
იქაც მინდა რაღაცების შეთავაზება გავაკეთო. წინა მერების შემთხვევებში გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვერ იღებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველი ჰქვია. დამოკიდებულები არიან ზემდგომებზე და ზემდგომის ზემდგომებზე.

თუ მომეწონა და კარგი ფასი იქნება, მეც შევიძენ წალენჯიხაში ბინას თუ დამჭირდა. შეიძლება ისეთი სტუმართმოყვარე ხალხია, არ დამჭირდეს შეძენა და ღამე გამათენებინონ. ტაძარია არაჩვეულებრივი, როგორც ვნახე წალენჯიხაში მაცხოვრის ფერისცვალების, მე-10 საუკუნის. მინდა, მოვინახულო და დავეხმარო, თუ რამით შევძლებ. მინდა, ჩავერიო ისეთ ამბებში, სადაც თვითმმართველი მერი მიიღებს დამოუკიდებელ და სწრაფ გადაწყვეტილებებს. 

მე ვინმეს კი არ ვეჯიბრები, მომწონს, რომ პირველად 30 წლის განმავლობაში თვითმართველობის სწორი დანიშნულების მაგალითი გვაქვს. 
თვითმმართველობა აქვს ყველას, მაგრამ რეალურად არავინ არის თვითმმართველი“, – აღნიშნა ჭყონიამ.

ცნობისთვის, “ლელო საქართველოსთვის” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ წალენჯიხაში გადასვლას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც აპირებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ,  “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აქციაზე სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ ის წალენჯიხაში გადავა საცხოვრებლად და გამარჯვებულ მერს ყველა საქმეში გვერდით დაუდგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved