• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კონსტიტუცია და რევოლუცია – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
16:02 11-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

სამართალმცოდნე, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე:

კონსტიტუცია რევოლუციის პირმშო და არსებითად რევოლუციური აქტია. კონსტიტუცია იბადება რევოლუციურ პროცესში, ხოლო საკუთარ ფესვებს რევოლუციურ მოვლენებსა და წარმოდგენებში პოულობს. ამავდროულად კონსტიტუციური პროცესი რევოლუციური პროცესის დასასრულს მოასწავებს. კონსტიტუციის მიღება, პუნქტუაციური თვალსაზრისით, არის წერტილი მოვლენათა რევოლუციურ მდინარებაში, ამთავრებს მას და ამდენად რევოლუციის სიკვდილსაც გულისხმობს. კონსტიტუციის შემუშავების აქტი სუიციდური აქტია.

კონსტიტუციონალიზმის ისტორია ცხადად გვიჩვენებს, რომ კონსტიტუციური წესრიგის დადგენა, სწორედ მოვლენათა რევოლუციური განვითარების შედეგია. პარადოქსულია, თუმცა, განსაკუთრებით პირველი ტალღის კონსტიტუციების შემთხვევაში, უზენაესი კანონის შემოღებას თითქმის ყოველთვის რევოლუცია ხდის შესაძლებელს. რევოლუცია, რომელიც თავისი არსით გამორიცხავს კონსტიტუციას, მეტიც არაკონსტიტუციური მოვლენაა.

რევოლუცია ხდება სამართლებრივ წესრიგს მიღმა და მიმართულია ამ წესრიგის წინააღმდეგ. კონსტიტუცია კი სამართლებრივი წესრიგის ხერხემალია. მიუხედავად ამისა ზოგიერთი კონსტიტუციური აქტი პირდაპირ თუ ირიბად მიუთითებს რევოლუციაზე, როგორც კონსტიტუციურ წესრიგში დაბრუნების ლეგიტიმურ მექანიზმზე. ამგვარად რევოლუციაც შეიძება ემსახურებოდეს კონსტიტუციურ მიზნებს. არსებობს კიდეც ასეთი, წინააღმდეგობის უფლება, რაც გულისხმობს ადამიანების შესაძლებლობას დაუპირისპირდნენ სისტემას, რომელიც თანასწორობასა და თავისუფლებას ხელყოფს. თუმცა ამ უფლებას უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს, ვიდრე სამართლებრივი.

აშშ-ს კონსტიტუციას წინ რევოლუცია უძღოდა, რევოლუციის პროდუქტია საფრანგეთის კონსტიტუციების წყება და შორს რომ არ წავიდეთ, საქართველოს კონსტიტუციაც რევოლუციის შედეგია. კონსტიტუცია შეუძლებელია რევოლუციის გარეშე. თითქოს ალოგიკურია ასეთი მჭიდრო კავშირი ამ ორ მოვლენას შორის. მაგრამ კონსტიტუციონალიზმს ახასიათებს წინააღმდეგობები, ისეთი შემთხვევები, როდესაც მოხელთება მოულოდნელ მოედანზე ხორციელდება. ამ შემთხევაში ეს მოედანი რევოლუციურია.

რევოლუცია ძალიან ზოგადი აზრით უკიდურესი პოლიტიკური დაჭიმულობაა. ის უმაღლესი პოლიტიკური აქტია, რომელიც ევოლუციისგან განსხვავებით, არ იძლევა მისგან დისტანცირების შესაძლებლობას. ის იჭრება არსებულის გულისგულში და ნებისმიერ აქტივობას პოლიტიკურით განმსჭვალავს. სწორედ რევოლუციის დროს ხორცილდება დემოკრატიული იდეალი, იდეალი, როდესაც თითოეული მოწოდებულია პოლიტიკისთვის, და ამავდროულად, როდესაც თითოეული ჩართულია პოლიტიკურ პროცესში. სწორედ ამიტომ პოლიტიკურობის შანსს ყველაზე მეტად სწორედ რევოლუცია იძლევა.

კონსტიტუციის დაფუძნებით კი პარადიგმატული შემოტრიალება ხდება, ძველი იცვლება ახლით. ეს რევოლუციურია არა მხოლოდ აქტის, არამედ საზოგადოებრივი წყობის შეცვლის გამოც. სწორედ ამიტომ აქ სიკვდილი თავის თავში დაბადებას გულისხმობს. პოსტკონსტიტუციური წესრიგი განსხვავდება პრეკონსტიტუციური წესრიგისგან. განსხვავება კი ზუსტად პოლიტიკის ინტენსიურობაშია. კონსტიტუცია, რევოლუციისგან განსხვავებით, მოკლებულია, როგორც პოლიტიკურ, ისე დემოკრატიულ სიცხოველეს. თუმცა კონსტიტუციის არსებობა რევოლუციის მოხდენის შესაძლებლობას უშვებს. მისი სიხისტე, მის მიერ არსებულზე ეჭვგარეშე დაფუძნება, მისი უზენაესობა, მისი სიწმინდე, ეს ცხადია გულისხმობს მის დამხობასაც.

,,არაფერია ბუნებაში მუდმივი’’ – ეს სიტყვები რამდენიმე ხნის წინ საკონსტიტუციო კომისიის ზოგადი დებულებებისა და კონსტიტუციის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფის სხდომისას უზენაეს კანონში მუდმივობის გარანტიების შემოტანის კონტრარგუმენტად იქცა. ინიციატივა ეყრდნობა კონსტიტუციონალიზმში აპრობირებულ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციის ზოგიერთი დებულება არასოდეს არ შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, კონსტიტუციებში ასეთი ნორმების რაოდენობა მინიმალურია და მოიცავს ისეთ უმნიშვნელოვანეს პრინციპებს, როგორიც არის ადამიანის ღირსება, დემოკრატია, ხელისუფლების დანაწილება და მისთანანი, ისეთებს, რომლებიც განსაზღვრავენ წესრიგს არსებითად, რომელთა გარეშეც არსებული წესრიგი ეს წესრიგი კი არ იქნებოდა, არამედ რაღაც სხვა. მუდმივობის გარანტია არის დებულება, რომელიც ცვლილებებს არ შეიძლება დაექვემდებაროს და ნებისმიერი ნოვაცია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მის მიმართ უნდა შემოწმდეს.

იმავე შეხვედრაზე ითქვა, რომ: ,,ეს ინიციატივა მომავალი თაობებისთვის შანსის წართმევაა, შეცვალონ წესრიგი’’. არადა პირიქით, მუდმივობის გარანტიების არსებობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ის არასოდეს შეიძლება შეიცვალოს, არამედ იმას, რომ ის მოცემული კონსტიტუციის რეალობაში არ შეიძლება შეიცვალოს. ამ კონსტიტუციურ წესრიგში ეს დებულებები უცვლელია, მაგრამ თუ მათი ცვლილებების საჭიროება ჩნდება, მაშინ ეს იმდენად არსებით საკითხებს ეხება, იმდენად მნიშვნელოვანს, რომლებიც კონსტიტუციის ეგზისტენციას განსაზღვრავენ. იქმნება ვითარება, რომლის მიხედვითაც, ჩანაცვლებას დაქვემდებარებული ფუნდამენტური ღირებულების შესაცვლელად უნდა დაინგრეს ძველი და აშენდეს ახალი წესრიგი. ეს ისედაც რევოლუციაა, ოღონდ რევოლუცია ხალთაში. ამიტომ პროცესებს თავისი სახელი, რომ დაერქვას მუდმივობის გარანტიები მოითხოვენ რევოლუციას. თუ მომავალ თაობებს კონსტიტუციაში უმტკივნეულო ცვლილებების შეტანის საშუალებით წესრიგის არსებითად შეცვლის უფლებას მივცემთ, მათ რევოლუციის შანსს, არჩევანისთვის მზაობის და რადიკალური დაჭიმულობის შანსს ვართმევთ, შანსს სადაც იბადება პოლიტიკა.

ბლოგი გამოქვეყნდა 2015 წელს, გამოცემა ლიბერალში.

თეგები: ვახუშტი მენაბდე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved