• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რევოლუცია და “ქართული ოცნების” კაპიტულაცია, თუ ვადამდელი არჩევნები? – დავით ჭიჭინაძე

ალია ავტორი - ალია
20:43 11-02-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება  „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე.

– თქვენ ცნობილი ხართ პოლიტიკური პროგნოზებით, ამჯერად, რა პროგნოზი გაქვთ?

– საკმაოდ სერიოზული პრობლემებია მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენზე და ჩვენ გვყავს მთავრობა, რომელიც უუნაროა ამ გამოწვევებს გაუმკლავდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ცვლილება, რათა ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებამ კიდევ შეიძლება მოახდინოს ამ მძიმე პერიოდში გარკვეული ლავირება და გარკვეული თანხების მოზიდვა, მძიმე პირობებში, რომელიც გვიახლოვდება. ჩვენ არა გვაქვს ეკონომიკა, ჩვენ ვარსებობთ სესხებზე, მოწყალებებზე და ხელისუფლება, რომელიც ჩვენ გვყავს დღეს, მოკლებული იქნება ამ სესხების და მოწყალებების მიღებას, იმიტომ რომ მათ ისინი გააღიზიანეს! რაც შეეხება ხალხს, მათ დაუჭერენ პარტნიორი ქვეყნები მხარს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი ამ მთავრობას შესაბამის პასუხს გასცემს! თუ დაინახეს, რომ ხალხისთვის ასეთი მთავრობა პრობლემას არ წარმოადგენს, ჩათვლიან, მოდი, ისევ მაგ მთავრობამ გამოკვებოთო და მივიღებთ კატასტროფულ სიტუაციას. ცვლილებები იმიტომ კი არ უნდა ქვეყანას, რომ ვიღაცას ივანიშვილი მოსწონს ან არ მოსწონს? ცვლილება გვინდა იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს, შიმშილს გადაურჩეს, ცივ ზამთარს გადაურჩეს. ეს არის ყველაზე მთავარი, თუ ამისკენ ნაბიჯი არ გადაიდგა, მძიმე შედეგებით დამთავრდება. ქართულ ოცნებას, აღარ გააჩნია რესურსი, არც ადამიანური, არც მატერიალური, არც იდეური, ეს თავადაც იციან, საკუთარ თავს ვერ მოატყუებო, ხომ იცით, ნათქვამია.

– ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, თუ გადარჩენა გვინდა, როგორც ამბობთ – რევოლუცია, თუ ვადამდელი არჩევნები?

– ქართული ოცნებისთვის ვადამდელი არჩევნები არის შველა, იცით, რატომ? ისევ ამ რიტორიკაში გადავლენ – აი, უნდა დავამთავროთ, დავამთავროთ… 2024 წლამდე ქართულმა ოცნებამ როგორ უნდა გაძლოს, და რითი უნდა გაძლოს, მითხარით?! მათ ქვეყნის მართვა არ იციან, მათ მხოლო ქვეყნის ძარცვა იციან და მონობა იციან ივანიშვილის და ეს სამი წელიწადი ხალხს ვერ შეინახავ ამით. ამ ქვეყნის დაცლის და ერის გადაშენების წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ, ჩვენი შვილები უნდა იყვნენ ამ ქვეყნის შვილები, ამ ქვეყნის პატრიოტები და არა სხვა ქვეყნის მსახურები. იქ, ემიგრაციაში, ისინი პირველი ხარისხის ადამიანები ვერ გახდებიან, მათი შვილები, შვილიშვილები შეიძლება სადღაც რაღაცას ეწიონ, მაგრამ ემიგრანტების პირველი თაობა, ყოველთვის მძიმედ ცხოვრობს – ეს საკმაოდ დამთრგუნველია ერისთვის. პირიქით, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმათ დაბრუნებაზე, ვინც წასულია – უდიდესი პოტენციალია ემიგრაციაში, მებრძოლი სულისკვეთების ხალხია გასული და ეს რომ გავაკეთოთ, ქართული ოცნება უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან, თორემ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ეს არის ის პროგნოზი, რასაც მე ვხედავ!

კიდევ ვამბობ, ვადამდელი არჩევნები „ქართული ოცნების“ გადარჩენაა, ისევ ჭაობია, ისევ დროის დაკარგვა. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები დღეს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დატოვოს ხელისუფლება, იმიტომ რომ მას არ ეკუთვნის, არა აქვს ის მანდატი, რომელიც ხალხისგან უნდა ჰქონდეს და მან არ იცის ქვეყნის მართვა!

– ანუ, უსისხლო რევოლუცია?

– რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ კაპიტულაციის მომხრე ვარ. უნდა გაანალიზონ, დაინახონ, არ სჭირდება არც რევოლუცია, არც არჩევნები, უნდა თქვან, ჩვენ ნელ-ნელა ვთმობთ ყველაფერს.

– ამას არ იზამენ, გამორიცხულია.

– ხოდა, გამორიცხული რომ არის, ამიტომ მიიღებენ იმას რაც ყველაზე ძალიან არ მოეწონებათ.

– როცა გაუსაძლის ყოფაზე და მძიმე რეალობაზე ვსაუბრობ, „ოცნების“ მხარდამჭერები მეკითხებიან – მერე ვინ უნდა მოვიდნენ, ნაცები?

– აი, მაგას რომ გაიძახიან, მეც მაგაზე მაგაზე რეაქცია – ამ ქვეყანას ყოველთვის ჰყავდა ნორმალური, საღად მოაზროვნე ადამიანები. თუნდაც, ქართულ ოცნებაში მყოფი ხალხი, რომელიც განდევნა ოცნებამ. არჩევნები დღეს ერთი დოლარი=ერთ ხმას – პრინციპით არსებობს, ამიტომ უყურებს ყველა ფინანსურ რესურს, თორემ, ნაც.მოძრაობაშიც არის პოტენციალი და ქართულ ოცნებაშიც არის ადამიანური პოტენციალი, სახელმწიფოებრივად მომუშავე ადამიანების, ვისაც სწორი დავალების შემთხვევაში, შეუძლია კარგად მუშაობა. ღმერთმა არ ქნას, ეს ქვეყანა ისე გამოიფიტო 50-60 სპეციალისტი ვერ მოიძებნოს, ვინც საკვანო თანამდებობებზე დაჯდება და ამ ქვეყნის მართვას შეძლებს წარმატებით. 

თეგები: დავით ჭიჭინაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved