• რეკლამა
  • კონტაქტი
05:32, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კოვიდი მეორედ გადასარევად გადავიტანე… იმედია, შემდეგ ოქტომბერსაც არ შემხვდება…” – სალომე ბაკურაძე

ალია ავტორი - ალია
18:46 11-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

სალომე ბაკურაძეს კოვიდი უკვე მეორედ დაუდასტურდა. ჯერ მის მეუღლეს, ლაშა ბასლანძეს აღმოაჩნდა ვირუსი, შემდეგ კი ოჯახის წევრებიც, სალომე, მათი ვაჟი და სალომეს დედაც დაინფიცირდნენ. სალომემ კოვიდი ერთი წლის წინ გადაიტანა, შემდეგ კი საკმაოდ მძიმე დაავადებასთან გამკლავება მოუხდა, რომელიც ვესტიბულარულ აპარატს უკავშირდებოდა და არცთუ მსუბუქი მკურნალობა გაიარა.

სალომე ბაკურაძე “ფორტუნასთან” ამბობს:

გადასარევად გადავიტანე მეორედ კოვიდი. აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ მქონდა. ჩემს მეუღლეს რომ დაუდასტურდა, მეც გავიტესტე და აქედან გავიგე, რომ კორონავირუსი მქონდა, სხვანაირად ნამდვილად ვერ გავიგებდი. პირველად წინა ოქტომბერში შემხვდა, ახლაც ამ თვეს და ვხუმრობდი, ყოველ ოქტომბერს კორონა მემართება-მეთქი (იცინის). მაგრამ ახლა შინაგანად ძალიან დამშვიდებული ვარ. ორჯერ გადავიტანე და აცრილიც ვარ, შემდეგ ოქტომბრამდე, მგონი, არაფერი მემუქრება (იცინის). თუმცა წესებს მაინც ვიცავ, რადგან ვიცი, არც აცრა და არც გადატანა შემდგომი დაინფიცირებისგან არ გვიცავს. აცრა გვიცავს გართულებებისგან და ეს ჩემს თავზეც გამოვცადე და დედაჩემზეც, ისიც აცრილი იყო. ძალიან მეშინოდა, მაგრამ მხოლოდ ერთი დღე ჰქონდა სიცხე. მასაც და ჩემს შვილსაც.

როდესაც ლაშას კორონა დაუდგინდა, ჩვენმა შვილმა ძალიან ინერვიულა და იტირა, ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე, რომ მისთვის მეთქვა, კორონავირუსი რომ ჰქონდა. ისე გადაიტანა, რომ არ გვითქვამს და მგონი, არაფერი ცუდი არ ჩამიდენია. ვუთხარი, რომ რადგან მამიკოს დაუდასტურდა, ჩვენც იზოლაციაში უნდა ვყოფილიყავით… ოჯახის ყველა წევრი უკვე გამოვჯანმრთელდით.

ზოგადად, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, პირველსაც კარგად გავუმკლავდი, არ ვწუწუნებდი, მაგრამ სახსრების ტკივილი და დაბალი სიცხე მაწუხებდა, უბრალოდ, გავუმკლავდი ამ სიმპტომებს, მეორე ჯერზე კი საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი…

თეგები: სალომე ბაკურაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved