• რეკლამა
  • კონტაქტი
21:10, სამშაბათი, 14 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან” – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
20:42 10-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
96

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნიკა მელიას პირველი კომენტარი ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეგ:

“ყველამ ვიხილეთ დღის განმავლობაში, რა არის “ქართული ოცნების” სახე – მე თვითონაც მძულს ეს ფრაზები, ეპითეტები, თითქოს, ვამკობ ხელისუფლებას, როდესაც ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, აგრესორები, მაგრამ ფაქტის კონსტატირებას ვახდენ უბრალოდ. დღეს “ქართული ოცნება” საერთოდ მარცხნივ არის და კილომეტრებით დაშორებულია პოლიტიკისგან. მათ პრეტენზიაც კი არ აქვთ, რომ ისინი იყვნენ პოლიტიკურ პროცესში. თავიდან ბოლომდე ძალადობაზე, ძალისმიერი მეთოდებით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით. რომლებიც არიან ამორფარებულები პოლიციელებსა და პროკურორებს ასე ატარებენ არჩევნებს.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ძალადობისა, მიუხედავად მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა არ ეყოთ! არ ეყოთ და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გაბედეთ და წინააღმდეგობა გაუწიეთ ამ მოძალადეებს. 

გინდა, არ გინდა, ვარ ყურადღების ცენტრში, ვინაიდან ვარ მილიონნახევრიანი დედაქალაქის ოპოზიციური კანდიდატი და მე მისწორდებიან ფიზიკურად ეს ზონდერები და ძალიან ვაფასებ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძვიან თითოეული ჩემი ხმისთვის. ჩემ გვერდით, ჩემ გარშემო თქვენ ხართ, მედიის წარმომადგენლები ხართ, მაგრამ მთელი ამ საარჩევნო უბნის ფარგლებში ხომ წარმოგიდგენიათ რა ხდება? ეს ძალადობრივი ბრიგადა, რომელიც შექმნეს კალაძემ, ივანიშვილმა და ღარიბაშვილმა, მარცხდებიან, მაგრამ ღირს სიცოცხლის დათმობაც კი, ამ სიველურის დამთავრებისთვის! 

დიდი მადლობა ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც არჩევანი გააკეთეს კოალიციის სასარგებლოდ, სიკეთის სასარგებლოდ, ცვლილების, კონკურენციის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია მაინცდამაინც მზე და მთვარე არ ამოსდიოდეთ იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომელიც გავერთიანდით. მაგრამ ბავშვიც კი მიხვდა, რომ რეალობა ვერ შეიცვლება ცვლილებების გარეშე.

თქვენ წარმოგიდგენიათ რომ არა კანონიერი ქურდები, ძალადობა, კრიმინალი, პროკურორი, რამხელა სხვაობა იქნება ოპოზიციის სასარგებლოდ? ​მინდა, მივმართო ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერს – ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა უნდა დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან.

შეუძლებელია, დემოკრატიული წესწყობილება და ოლიგარქიული წესწყობილება ერთდროულად თანაცხოვრობდეს ან ერთი გვაქვს ან მეორე. მე დარწმუნებული ვარ, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩი ხედავდა როგორ ძალადობდნენ, მათ შორის კანდიდატებზე, მათ შორის ჩემზე და როგორი სიმშვიდით ვპასუხობდი. აი, ამ სიმშვიდემ გამოიყვანა მდგომარეობიდან “ქართული ოცნება”.

ახლა ჩემი თხოვნაა, ვისაც გაქვთ ე.წ. ბეიჯი შევიდეთ საარჩევნო უბნებზე და ქალბატონებს, ბატონებს, ვთხოვ, უბნების მიმდებარედ თავი მოვიყაროთ და 100 მეტრის მეშვეობით, ელემენტარულად ტელეფონის მეშვეობით, შეიძლება ისტორიული წვლილი შევიტანოთ ხმის დაცვის პროცესში. ისტორია დაიწერებოდა მჯეროდა და ისტორია დაიწერა. დავიწყე და დავამთავრებ – დიდი მადლობა კომისიის წევრებს.

აღიარეთ შედეგები, აღიარეთ დამარცხება არაფერი ამაში ტრაგიკული არაა, ნუ გეშინიათ ბატონო კალაძე, ღარიბაშვილო, კობახიძე. არც იმ ადამიანებს მოვთხოვთ პასუხს, ვინც პირდაპირ ეთრეში იძალადა, იმიტომ, რომ ისინი ჩემი აზრით არიან თქვენი მსხვერპლი, რომლებიც უნდა გათავისუფლდნენ”

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved