• რეკლამა
  • კონტაქტი
03:15, ოთხშაბათი, 17 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აქციები ვირუსის გამავრცელებელია, აქციების დროს დაავადება ვლინდება 5 დღის შემდეგ” – რას ამბობდა ჯანდაცვის მინისტრი 2020 წელს?

ალია ავტორი - ალია
01:17 10-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ბოლო ორ წელიწადში საქართველოში ორი არჩევნები ჩატარდა. გასული 2020 არჩევნების შემდეგაც ვიხილეთ მიტინგები, არა ამ მასშტაბის, თუმცა, აქციები ნამდვილად იყო. მეტიც, ცესკოსთან მისულ ადამიანები წყლის ჭავლით დაშალეს, საკმაოდ ცივი დღე იყო ადამიანების წყლით დასაშლელად, თუმცა, მაშინ სახელმწიფომ თქვა, რომ სხვა გზა არ ჰქონდა.

14 ოქტომბერს ოპოზიციამ ჩაატარა მასშტაბური აქცია, დღეს – ქართულმა ოცნებამ და მმართველი გუნდის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ მათი აქცია მეტად მასშტაბური იყო.

სამაგიეროდ, ამჯერად არსად არ ჩანან, არც გამყრელიძე, არც იმნაძე, არც ტიკარაძე…

სხვათა შორის, წელს, არც ოპოზიციის აქციის მერე გაუკეთებიათ ეპიდემიოლოგებს მკაცრი განცხადებები, როგორც ჩანს, უკვე იცოდნენ, რომ ქართულ ოცნებასაც დასჭირდებოდა აქციის გამართვა?

გასულ წელს, ამირან გამყრელიძეც და იმნაძეც ამბობდნენ, რომ აქციები, ისევე როგორც ნებისმიერი ტიპის თავყრილობა, დამაზიანებელია ეპიდემიური სიტუაციისთვის. მას შემდეგ ბევრი თვე გავიდა, წესით, წლის ბოლომდე, ზრდასრული მოსახლეობის 60 პროცენტი უნდა ყოფილიყო აცრილი, თუმცა, ესეც სხვას ბრალდება, ანტივაქსერებს, მაგალითად. თითქოს, ბევრი ქმედითი ნაბიჯი გადაედგას ხელისუფლებას აცრის პროპაგანდისთვის.

რამდენიმე ექიმი შარშანაც და წელსაც ღიად ამბობდა, რომ არჩევნები დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, თუმცა, არჩევნები მაინც ჩატარდა, მეტიც, მმართველმა გუნდა, გადაწყვიტა ე.წ. შემაჯამებელი შეხვედრა ჩაეტარებია და რეგიონებიდან ჩამოიყვანა ხალხი.

“ალია” შეგახსენებთ, რას ამბობდა, ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე 2020 წლის აქციების შემდეგ:

6 ნოემბერი, 2020 წელი

“დღეს აქციები ამ დასტაბილურებულ სიტუაციას კვლავ აყენებს რისკის ქვეშ. სწორედ ამიტომ მოვუწოდეთ ადამიანებს, ნუ დაარღვევენ იმ წესებს, რომელიც მოწოდებულია. დღეს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“

2020 წლის 6 ნოემბერი – 2775 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი

24 ნოემბერი, 2020 წელი

“მაშინ როდესაც ჯანდაცვის სამინისტრომ დააფიქსირა, რა შედეგი შეიძლება მოყოლოდა ქუჩის აქციებს, ჩვენ დროულად მოვაბილიზეთ დამატებითი საწოლფონდი.

აქციებთან მიმართებით ჩვენ ვხედავთ ფაქტებს და ეს მაძლევს მე და ასევე ქალბატონ მაია ცქიტიშვილს იმის მტკიცებულებით ფორმაში საუბრის უფლებას, რომ ნამდვილად იყო გამავრცელებელი. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება, ჩვენ ვიცით არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მსგავსმა ქმედებებმა გამოიღო შედეგი და მოხდა ვირუსის გავრცელება. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, გაცილებით უფრო ძლიერმა, ვიდრე არის საქართველო, იქონია პოსტარჩევნების ეფექტი და ჩვენც გვაქვს დღეს ეს ეფექტი ინფექციის გავრცელებასთან მიმართებით

დიდი თავყრილობები, მათ შორის ფართომასშტაბიანი აქციები, ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს, რომ სწრაფად დაავადნენ, რადგან დიდია რისკი იმისა, რომ ბევრმა თავად არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. ზოგ შემთხვევაში დაავადება მიდის უსიმპტომოდ. ასეთი თავყრილობების და აქციების დროს დაავადება ვლინდება 5 დღის შემდეგ“

2020 წლის 24 ნოემბერი – 3 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 3 045, გარდაიცვალა — 39. 

და ბოლოს 2021 წლის 27 ოქტომბერი, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების პირველი ტურის შემდეგ (და ვნახეთ რას ამბობს ტიკარაძე პოსტარჩევნების ეფექტზე) მართავს მასშტაბურ აქციას თბილისში, ჩამოჰყავს მოქალაქეები რაიონებიდან ავტობუსებით და მიკროავტობუსებით.

როგორც ტიკარაძე ჯერ კიდევ შარშან ამბობდა, დაავადების მატება გამოვლინდება 5 დღის შემდეგ. იმედია, ტიკარაძე, ამჯერადაც გაამზადებს საწოლფონს, როგორც ეს, 2020 წლის აქციების შემდეგ დაანონსა.

2021 წლის 27 ოქტომბერი – 4 337 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა – 42 ადამიანი.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძეკორონავირუსიქართული ოცნებაჯანდაცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა  – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – ლარიზაციის დინამიკა კვლავ გრძელდება

15:57 09-16-2025
თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციები დაიწყო

13:45 09-16-2025
PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved