• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, ორშაბათი, 3 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილს უკვე ჯანმრთელობის 4 კრიზისული ეპიზოდი ჰქონდა – უკრაინის ომბუდსმენი

ალია ავტორი - ალია
14:55 10-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

უკრაინელი ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში არ გადავა რადგან მიიჩნევს, რომ სახიფათოა.

“მიხეილ სააკშვილის თქმით მისი მდგომარეობა ყოველდღე უარესდება. ჯანმრთელობის გაუარესების 4 კრიზისული ეპიზოდი ჰქონდა, მათ შორის 2 ჰიპეტრონიული და 2 სისხლთან დაკავშირებული. ეზოში რეანიმობილი პატრულირებს, თუმცა მათ მხოლოდ სისხლის გადასხმა და გულის მასაჟების გაკეთება შეუძლიათ. სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანოების მუშაობის აღდგენას ვერ შეძლებენ. მოგეხსენებათ შიმშილობის 27-ე დღეა გასული და ეს საყურადღებო ამბავია.

ის ციხის საავადმყოფოში არ გადავა რადგან თვლის რომ მისთვის ეს სახიფათოა. როგორც ჩემი კოლეგა საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, ციხის საავადმყოფოში აუცილებელი დახმარების გასაწევად შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არის. დღეს საქართველოში უკრაინელი ექიმიც ჩამოვიდა რომელიც ბატონ მიხეილ ხვალ შეხვდება და მის მოსაზრებასაც მოვისმენთ.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს რომ მისი სიცოცხლე საფრთხეშია და თავს პუტინის პირად პატიმრად მიიჩნევს. ყველაზე მეტად საქართველოში სისხლისღვრა და დაპირისპირება არ უნდა, ამის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს გააკეთებს”, – თქვა ლუდმილა დენისოვამ.

დენისოვას თქმით, მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაიყვანონ.

“ვიცით 600-მდე პატიმარმა მკურნალობის კურსი სწორედ ამ კლინიკაში გაიარა. კატეგორიული წინააღმდეგია იძულებით კვებაზე.  ამასთანავე ვაცხადებთ რომ ადამიანის იძულებითი კვება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ევროპული კონვენციის მესამე მუხლის უხეში დარღვევაა.” ამბობს დენისოვა 

წყარო – მთავარი

თეგები: ლუდმილა დენისოვაუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved