• რეკლამა
  • კონტაქტი
18:57, პარასკევი, 18 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა წერია კონსილიუმის დასკვნაში? – “მეტი კონკრეტიკა შეუძლებელია” – ზურაბ ფაღავა

ალია ავტორი - ალია
14:32 10-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

კარდიოლოგი, ზურაბ ფაღავა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით შექმნილი კონსილიუმი დატოვა, როგორც თავად ამბობს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, “ტვ პირველთან” ამბობს:

“კონკრეტიკა მდგომარეობს იმაში, რაც დავწერეთ, ჩვენ დავწერეთ, რომ საჭიროა, მულტიპროფილური, მაღალკვალიფიციური კლინიკა, “სი” კატეგორიის, უფრო მეტი კონკრეტიკა შეუძლებელია, რა უწყებრივი დაქვემდებარების იქნება ის, კერძო საკუთრება იქნება, თუ სახელმწიფო, ეს არ არის ჩვენი კომპეტენციის საგანი. ჩვენ დავახასიათეთ კლინიკა, ასეთ კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი. ასეთი ტიპის პაციენტები, რომლებიც შიმშილობენ და აქვთ რისკი მულტიორგანული დაზიანების, საჭიროებენ მულტპროფილურ კლინიკას”

კითხვას, კლინკა, სადაც ვერ განხორციელდება მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა – შეიძლება, თუ არა, ჩაითვალოს მულტიპროფილური “სი” კატეგორიის კლინიკად, ექიმი ასე პასუხობს:

“ის კლინიკა, რომელიც არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ ჩამოვწერეთ, ესე იგი ეს არ არის ის კლინიკა, რასაც ჩვენ ვითხოვთ. რომელი კლინიკაც უნდა იყოს, თუ არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ჩვენ ჩამოვწერეთ, ესე იგი ეს არ არის ის კლინიკა, რომელსაც ჩვენ ვითხოვთ.

ჩემი პირადი აზრია, ეს კონსილიუმი უნდა გადავიდეს უბრალო, დარგობრივი კონსულტაციების რეჟიმში, სტრატეგიული დასკვნა დაწერილია, პაციენტს ჰყავს პირადი ექიმი, მკურნალობდნენ ადგილობრივი ექიმები, საჭიროა სხვადასხვა ტიპის დარგობრივი კონსულტაციები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის იმ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც ავღწერეთ – ეს ჩემი პირადი აზრია, როგორც ყოფილი წევრი კონსილიუმის, ახლა ისე ვლაპარაკობ.”

შეგახსენებთ, საქართველოს სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმა და განაცხადა:

2021 წლის 24 ოქტომბერს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა გამოიკვლიეს, თუ რამდენად შეიძლება N18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილისთვის იმ სამედიცინო მომსახურების შეთავაზება, რაც ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნით არის განსაზღვრული. დასკვნაში საუბარია კონკრეტულ სამედიცინო ინტერვენციებზე და ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, სადაც აღნიშნული დახმარების გაწევა იქნება შესაძლებელი.

N18 დაწესებულების ადმინისტრაციასთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებით, ასევე, ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო აღჭურვილობის დათვალიერებით დადგინდა, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა, უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც სამწუხაროდ N18 დაწესებულებაში შეუძლებელია. მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ იმ შემთხვევაში თუ, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, იმ სამედიცინო მომსახურების მიღება, რისი შესაძლო საჭიროებაც განისაზღვრა ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ, ვერ შესრულდება ადგილზე და საჭირო იქნება, პერიოდულად მისი გადაყვანა სამოქალაქო ტიპის კლინიკაში. იმ გარემოების გათვალისწინებით კი, რომ ხანგრძლივად მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებისა და დამძიმების სრულფასოვანი წინასწარი პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია, ვითარების კრიტიკულად შეცვლის შემთხვევაში, შესაძლოა პაციენტის გაყვანის პერიოდში საკმაოდ მძიმე ან გამოუსწორებელი შედეგები დადგეს.

აღსანიშნავია, რომ N18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობასა და რიგი სამედიცინო სერვისების არარსებობაზე სახალხო დამცველის დეტალური მსჯელობა წარმოდგენილია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2020 წლის ანგარიშში. (https://bit.ly/3BbmRhM)

გარდა სამედიცინო სერვისისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეამოწმა ის პალატა, რომელშიც, N18 დაწესებულებაში ეტაპირების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის განთავსება იგეგმება. უნდა აღინიშნოს, რომ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებული, რომლებსაც გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი აქვთ სხვა პატიმრებთან (ყოფილი პოლიციელები, სამხედროები, თანამდებობის პირები). შესაბამისად, მათი ნებისმიერი სახით გადაკვეთა სხვა პატიმრებთან წარმოშობს უსაფრთხოების რისკებს, რომლებიც პენიტენციურმა დაწესებულებამ თავიდან უნდა აიცილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება პატიმრის უფლებების დარღვევა.

2021 წლის 24 ოქტომბრის მონიტორინგისას შემოწმდა ყველა ის ადგილმდებარეობა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეიძლება მოუხდეს ყოფნა/გადაადგილება (დაწესებულებაში განთავსებისას, საცხოვრებელ პალატაში ყოფნისას, ადვოკატებთან თუ ოჯახის წევრებთან შეხვედრისას, სეირნობის უფლებით სარგებლობისას, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისას, ყოველდღიური საყოფაცხოვრებო/ჰიგიენური პროცედურებისას) და დადგინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულების ადმინისტრაცია გამოხატავს მზადყოფნას დაიცვას ნებისმიერი პატიმრის უსაფრთხოება, მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით არსებობს რისკები. ინფრასტრუქტურა და გარემო ვერ გამორიცხავს პატიმართა გარკვეული ჯგუფების მხრიდან ვერბალური აგრესიისა და ხმაურის, სიტყვიერი შეურაცხყოფის თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკებს. პრობლემური იქნება მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორების შესვლაც, ვინაიდან ნებისმიერ შემსვლელს, მათ შორის ადვოკატებს, მოუწევთ გაიარონ N8 დაწესებულების ეზო, სხვა პატიმართა საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს, რა დროსაც იზრდება გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირებისა, თუ შეურაცხყოფის მიყენების რისკები. 2015 წელს დაფიქსირდა მსგავსი ინციდენტი N8 დაწესებულებაში.

ვინაიდან N18 დაწესებულებაში მოსახვედრად აუცილებელია N8 დაწესებულების ეზოს გავლა, ხოლო თავად N18 დაწესებულება მდებარეობს N8 დაწესებულების საცხოვრებელი კორპუსების გვერდით, მიგვაჩნია, რომ არსებობს ამ ორი დაწესებულების დეზორგანიზებისა და პატიმართა უსაფრთხოების რისკები. ეს საფრთხეები ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების პატიმართა და თანამშრომელთა სიმშვიდეს, დაწესებულებების გამართულ ფუნქციონირებასა და წესრიგს, რაც ყველა პატიმრის მდგომარეობაზე აისახება.

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის დასკვნის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ იუსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის.

თეგები: ზურაბ ფაღავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

15:54 07-18-2025
თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა
ახალი ამბები

თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

11:39 07-18-2025
რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?
ახალი ამბები

რას იწვევს აორტის სარქველის პათოლოგიების დაგვიანებული დიაგნოსტიკა და რომელია ყველაზე საშიში ფორმა?

15:07 07-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:28 07-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved