• რეკლამა
  • კონტაქტი
21:32, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის, სამწუხაროდ, მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონში და ბრიუსელში…” – ვიმბუში 

ალია ავტორი - ალია
00:05 10-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

„რადიო თავისუფლების“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარი, ენდერს ვიმბუში “ამერიკის ხმასთან” ამბობს:

 „სააკაშვილმა 2012 წლის შემდეგ საკუთარი არჩევანი გააკეთა, საკუთარი სურვილით უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. ის ჯერ წავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ პოლონეთში, უკრაინაში, ნიდერლანდებში – საინტერესო ფაქტი ისაა თუ ვინ აფინანსებდა მის ამ მოგზაურობებს, ეს უზარმაზარ თანხებთან არის დაკავშირებული. ვიღაცამ აუცილებლად უნდა დაუსვას მას ეს კითხვები. შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და ბოლოს უკრაინიდან საქართველოში ჩავიდა დესტაბილიზაციის მიზნით. მე არ მაქვს სააკაშვილის მიმართ სიმპათია. ის არ იყო კარგი პატრიოტი. ის დამნაშავედ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოს მიერ. მან იცოდა, რომ როცა საქართველოში დაბრუნდებოდა, დაიჭერდნენ, თუმცა ამის არ სჯეროდა. ის დააპატიმრეს და წაუყენეს ახალი ბრალიც. არ მგონია ახლა რაიმის გაკეთება შესაძლებელი იყოს. მან ყველა ეს არჩევანი თავად გააკეთა და ის აქ მსხვერპლი არ არის.

ჩემი პოზიციაა, რომ ის არ არის პოლიტიკური პატიმარი. სამწუხაროდ მას ჰყავს მეგობრები ვაშინგტონში და ბრიუსელში რომლებიც ასე ამაყად ამბობენ, რომ ის პოლიტიკური პატიმარია. როდესაც ის პრეზიდენტი იყო, მან ასეთ ადამიანებს დახმარება გაუწია. დააფინანსა მათი კვლევითი ცენტრები და გააკეთა ყველაფერი რათა ამ ადამიანებისთვის ესიამოვნებინა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ქართველებმა ახლა უნდა გააკეთონ საკუთარი არჩევანი და გააგრძელონ სვლა წინ. ბატონი სააკაშვილი წარსულია და ის ციხიდან ექვს წელიწადში გამოვა. იმედი მაქვს ის ამის შემდეგ მშვიდად წავა პოლიტიკიდან ან თუ სურვილი ექნება იყოს პოლიტიკოსი დარჩება პოლიტიკაში.

„საქართველოში სრულყოფილი დემოკრატია არ არის და ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. 2012 წლიდან მოყოლებული ყველა გავლენიანი ორგანიზაცია რომელიც არჩევნებს აკვირდებოდა ამბობს, რომ არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი. მათ თქვეს, რომ იყო გარკვეული პრობლემებიც, რაც უნდა გამოსწორდეს. ამიტომ მე ვურჩევ საქართველოს მოსახლეობას იარონ წინ. საქართველოს პრობლემა მგონია ის არის რომ ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკური ელიტა, რომელიც ქვეყანაზე იზრუნებს. ისინი უმეტესად საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულები. ეს უნდა შეიცვალოს და მჯერა რომ შეიცვლება. რაღაც მომენტში პოლიტიკურმა ელიტამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს რეალური ცვლილებები და გეოპოლიტიკური სტრატეგია სჭირდება.”

წყარო – ამერიკის ხმა

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved