• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – “იძულებითი აღიარების შემდეგ, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი შვილი მეკითხება…” – ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:46 10-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი, “ტვ იმედთან” წინა ხელისუფლების პერიოდს იხსენებს და ამბობს:

“ციხეში ხდებოდა ისეთი რამ, ექსპერტიზის დანიშნვაც კი ეშინოდათ, მაშინ დამოუკიდებელი ექსპერტი მარტო მე ვიყავი, მაგრამ მოსვლაც კი ეშინოდათ.

2004 წელს იყო პირველი განგაშის ზარი, სპეცოპერაციის დროს ქუთასში ფეხმძიმე ქალი იღუპება… შემდეგ ახალგაზრდა ბიჭები, ორი ძმა დაიღუპა სპეცოპერაციის დროს… უმძიმესი სანახავი იყო… შეიძლება მართლაც მოიპარეს რაღაცა, მაგრამ ამისთვის არსებობს სასჯელი და არა ლინჩის წესი. სპეცრაზმმა ისინი ფაქტიურად მძინარეები დახოცა. მეორე დღეს ჩადიოდა გია ბარამიძე და დიახ, ის ბოროტმოქმედები ჩვენ კი არ დავაკავეთ, ლიკვიდაცია მოხდაო… დასაწყისი იყო ბანალური ქურდობა, რომლისთვისაც არსებობს კანონი და სამართალი და დასრულდა ორი მოკლული ძმით.

ეს საშინელება რომ ვნახე, ვთქვი, როგორმე ეს უნდა შევაჩერო, თუ ეს მანქანა აეწყო, მერე მას ვეღარაფერი შეაჩერებს. მართლაც ეს მანქანა აეწყო, მოირგო მთელი საკანონმდებლო ბაზა… მერე იყო სულხან მოლაშვილი. მისი ძმა შემხვდა, თორნიკე, შეხვედრაც კი, უკვე საშიში იყო. (მაია ნიკოლეიშვილს სტუადიაში მიტანილი აქვს ფოტოები, სადაც ჩანს, მოლაშვილის სხეულზე დაზიანებები) აქვე მინდა პატარა განმარტება გავაკეთო – სპეკულირებენ იმით, რომ შეიძლება ეს იყოს თვითდაზიანებებიო, ეს პირველი კითხვაა მედიკებისთვის, საკუთარი ხელის მოქმედების ზონაში არის, თუ არ არის, ამას პირველ რიგში ვსაზღვრავთ და ეს არ იყო საკუთარი ხელის მოქმედების ზონაში და არ არის თვიდაზიანებები.

მე პირადად, ბრალად რომ მედებოდა, რომ 300 შეიარაღებული ადამიანი უნდა მეპოვა, ბურჯანაძე უნდა მომეკლა, ოღონდ რატომ არ ვიცი, ასევე ოქრუაშვილიც, ეს იყო ფსიქიატრიული ბრალი… ამას რომ აღიარებ კიდეც, სხვა გზა არა გაქვს, იცი, რაც ხდება აქაც და შემდეგაც. აღიარების შემდეგ სახლში დავბრუნდი, ჩემი შვილი ძალიან განიცდიდა, რომ ვაღიარე და მეკითხება, დედა, ეს ხომ არ ყოფილაო და ვუპასუხე, შვილო რა იცი, იქნებ 5 კაცი მოვკალი-მეთქი, იმიტომ, რომ მეშინოდა… ახალგაზრდაა, თავმოყვარეობა აქვს, იმდენად მტკივნეულია მისთვის… მე ხომ მოვკვდი ამ აღიარებით, მაგრამ, მისთვის იმდენად მტკივნეულია, რომ იქნებ სადმე თქვას, არა, რას ამბობთ, არ იყო ასე, იძულებული იყო ეღიარებიაო… იმისიც მეშინოდა, იმას რა მოჰყვებოდა მერე. სააკაშვილმა კარგად იცოდა, რომ არანაირი გადამტრიალებლის მომწყობი არ ვიყავი და ტყუილი იყო. ის მაშინ ამბობდა, მე გული არ მწყდება ისინი რომ დააკავეს, მე გული მწყდება იმაზე, რომ უკრაინასთან წააგო საქართველოს ნაკრებმაო… საბედნიეროდ, მე ისეთივე სოციოპათი არ ვარ და ვერ ვიტყვი იგივეს, პატიმარმა სააკაშვილმა თავისი მანიაგრანდიოზა გვერდზე უნდა გადადოს, ფანტაზიებიდან გამოვიდეს, ის არის ჩვეულებრივი პატიმარი. ჩვეულებრივი პატიმრები, სამწუხაროდ, დაავადებულებიც არიან, ციხეში რჩებიან, უამრავი ჯანმრთელობის მდგომარეობას ვაკეთებ, ზოგს გადაუვადებენ, ზოგი ციხეში რჩება სამწუხაროდ, მაგრამ როცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ისინი გადაჰყავთ ციხის საავადმყოფოში, სადაც ხშირად მიწევს შესვლა და ვიცი, რომ ადეკვატური მკურნალობაა.”

თეგები: მაია ნიკოლეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved