• რეკლამა
  • კონტაქტი
12:25, სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიშა, შენ უნდა იცოდე სიმართლე, რომელსაც გიმალავენ” – მოროშკინა

ალია ავტორი - ალია
03:53 10-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,165

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა:

“ღია წერილი მიხეილ სააკაშვილს.
ვიცი, რომ გაქვს საშუალება თვალი ადევნო სოციალურ ქსელს, ამიტომ ამ წერილს უყურადღებოდ არ დატოვებ!
მიშა, მე და შენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, შესაბამისად ისიც იცი, რომ ჩვენს პოლიტიკურ დაპირისპირებაში( საკვანძო სიტყვა “პოლიტიკურ”) არასოდეს გადამიკვეთია წითელი ხაზები, ისედაც ვთვლი, რომ რადიკალიზმი ინტელექტის დეფიციტზე მიუთითებს.შენ უნდა იცოდე სიმართლე, რომელსაც გიმალავენ, თუმცა ინტუიცია კარგად გაქვს განვითარებული და რომ არა, უკრაინელი მატაჰარი, დღეს იქ არ იქნებოდი სადაც ხარ.
მე არაერთხელ შემოგითვალე, რომ ჯობდა კაცურად ჩამოსვლა და მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. გასაგებია, რომ ამას ნებისყოფა და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება, შენ კი ორივე გღალატობს.
ჩამოხვედი ყველაზე ცუდი, წამგებიანი ფორმით, დაღალე საკუთარი ამომრჩეველი კუკუ-დამალობანას თამაშით, ხელიდან გააგდე ჯოკერი-სახელად სანდრა და ბოლომდე “ლუზერული” თამაში ითამაშე.
დღეს შენ არ გახსენებს არც ვანო მერაბიშვილი, არც ბაჩო ახალაია, არც მეგის ქარდავა.
რატომ?
აბა გაიხსენე, როგორ მოიხსენიე ისინი….(тут помню-тут не помню) პასუხმაც არ დააყოვნა.
სამივე სოლიდარულ დუმილს ირჩევს შენთან მიმართებაში!
მელიამ ერთხელაც არ გახსენა ე.წ. “ჩრდილოვანი მთავრობის” წარდგენისას, იმიტომ რომ ცდილობს შენგან, როგორც არაადექვატური, მობეზრებული, ყავლგასული, გადამწვარი პოლიტ.ფიგურისგან
დისტანცირებას..
მეტიც, მიტინგზე საგანგებოდ თავმოყრილი ათასობით შენი გულშემატკივარი, ერთი ხელის მოსმით დაშალა და სახლებში გარეკა…
შენ გიღალატა ბათუმმა, არადა მრავალათასიანი მარშით, “ნიუ ვარდების რევოლუციას” გპირდებოდნენ, რეალურად კი “ნიუ ვასიუკი” დაგახვედრეს.
რატომ გწერ ამდენს?
იმიტომ რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ შენს ოჯახს და ვანსხვავებ ყალბ და ნაღდ ემოციას.
დედაშენიც, მამაშენიც და სანდრაც რეალურად შოკირებულები იყვნენ შენი უკრაინული ახლად გამომცხვარი “საცოლის” წარდგენით,რომელიც ერთ კვირაში უკრაინულ არხზე ინტერვიუში იძახდა, რომ უბრალოდ მეგობრები ხართ!
ეს ის პარაშუტია, რომელიც არ გაიხსნა.
არა!!!
ვიღაც ბოროტმა ამასობაში ყველა შენს ყოფილს გაუკეთა მობილიზება საქართველოში….
ეს იყო ბოლო “კანტროლკა”.
ამორალური, თაფლიჭამია, გაბრუებული მიშა-სასაცილოა, ხოლო რაც სასაცილოა, საშიში აღარაა, არადა “შიში შეიქმს სიყვარულსა” რუსთაველის ამ ციტატის და “სტოკჰოლმის სინდრომის” ნაზავი კოქტეილით, რამდენ ხანს იმონე ხალხი….
მიშა, ჩვენი პოლიტიკური გზები 2003-ში გაიყო, შემდეგ კიდევ შევხვდით 2008 წელს მე, შენ, მეთიუ ბრაიზა და ჩემი უფროსი ვაჟი. მაშინაც რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექით.
შენ მოუბოდიშე ჩემს შვილს, სანდროს რომლის მამა, შენი კლასელი ნუკრი ჩაგანავა თვალის ერთ დახამხამებაში გაწირე და 38 წლის ვაჟკაცი, ხელში ჩაგვაკვდა….
შენ მეც დამიჭირე 2011 წელს, როცა ყელში ამოგივიდა ჩემი მორიგი წიგნი შენს სადისტურ მმართველობაზე.
გეგონა შოკოლადზე და ხიზილალაზე გაზრდილ გოგოს მოდულის დილეგი რქებს მომახერხავდა, არადა დაგავიწყდა, რომ მე სპარტანულად ვზრდიდი საკუთარ თავს და ამ გამოწვევასაც თავაწეული გავუმკლავდებოდი.
ბევრი ტკივილი გავიარე იმ ავბედით წლებში, როცა შენი დასილიკონებული მრევლი ჩემი ქვეყნის ბიუჯეტს ხრავდა, შენი საგანგებოდ გაწვრთნილი მონსტრები კი საქართველოს საუკეთესო ნაწილს სიცოცხლეს ასალმებდა.
და კიდევ ერთხელ!
რატომ გწერ?
იმიტომ რომ მინდა მიხვდე, ყველა ფრონტზე წააგე და თანაც შენივე გუნდის წყალობით.
ყველამ გიღალატა, და დაგახურდავა…
ახლა ერთადერთი რაც უნდათ, ეს ახალი მსხვერპლია შენი სახით!
მკვდარი შენ-მათი ახალ ლიგაში თამაშის გაგრძელების უფლებაა!
ახალი ალგორითმია!
იზამენ იმას, რაც შენ ასწავლე. დაგიხატავენ მკერდზე, იგოდებენ შენს საფლავზე, როკვას გამართავენ პარლამენტთან და აღზევდებიან!
მიხვდი ამას!!!!
ლიტერატურასთან ყოველთვის მწყრალად იყავი, თორემ ხეზე ასვლას არ ასწავლიდი, შენს “ჩინურ” ვერსიებს.
გინდა გითხრა გამოსავალი?
თქვი სიმართლე, აცალე ქვეყანას ადამიანურად მეორე ტურის ჩატარება, მითუმეტეს აპრიორი იცი, რომ “ოცნება” ყველაგან მოიგებს, დასაჯე შენი მიუმხრობლობით მოღალატე მელია, ბაქრაძე და ძმანნი მათნი…
მოიქეცი შესაბამისად, მიიღე კაცურად ის სასჯელი, რასაც სასამართლო გამოგიტანს, დაასვენე ეს ნაჯიჯგნი ქვეყანა და იქნებ შეწყალებაც Მოვიდეს, შენი ქმედებების საპასუხოდ…
დამიჯერე, არცერთ ნორმალურ ადამიანს არ უნდა არც ნატანჯი, არც გარდაცვლილი ექს პრეზიდენტი, ეს კინო ნანახი გვაქვს და დღემდე ვერ ჩამოგვირეცხავს სისხლიანი ლაქა…
ლალი მოროშკინა
22.10.2021″

თეგები: ლალი მოროშკინამიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა – სადამდე გამყარდება ლარი?

16:59 02-23-2026
როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი
ახალი ამბები

როგორ ისწავლო 7 000 ინგლისური სიტყვა ზუსტად 10 წუთში და რა ნიშნებით შეარჩიო პროფესიონალი მასწავლებელი

15:09 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved