• რეკლამა
  • კონტაქტი
00:59, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ ემსგავსება ანატოლი ბიბილოვის ე.წ ხელისუფლება „შარაშკინა კანტორა“-ს

ალია ავტორი - ალია
16:27 10-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
99

თუ როგორ ეხმარება კრემლი „მეგობარ“ და სინამდვილეში ოკუპირებულ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთს, კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა. რამდენად დიდი მნიშვნელობას ანიჭებს კრემლი ოსი ხალხის კეთილდღეობას და მათი ინტერესების დაცვას, ესეც. ცოტა ხნის წინ  ცნობილი გახდა, რომ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა ვინმე ალექსეი მაქსიმოვი, რომელიც რუსეთში დიპლომებს აყალბებდა, ყალბი ბიოგრაფია გამოიგონა და რომლის ორგანიზაცია რუსეთის ფედერაციაში „ტოტალიტარული სექტების“ ნუსხაშია შეყვანილი. როგორც მურატ გეკემუხოვი „ნეტგაზეტისთვის“ წერს,  თავდაპირველად „ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს ის მიწვეული იყო სამხრეთ ოსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელის, ალექსეი ვარზიევის მრჩევლის თანამდებობაზე. პოსტზე დანიშვნიდან მალევე მიიღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქის პასპორტი და პოლკოვნიკის წოდება.“ ახლა კი როგორც  ჩანს, მაქსიმოვმა კიდევ უფრო გაშალა ფრთები და მთლად „პრეზიდენტ“ ბიბილოვის მრჩევლობას გამოკრა ხელი. ამ თანამდებობაზე ის უკვე ავღანეთსაც კი ეწვია ვიზიტით. როგორც „ეხო კავკაზა“ იტყობინება, 24 სექტემბერს, ავღანეთის ახალი ადმინისტრაციის ვიცე-პრემიერი „თალიბანიდან“, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წამომადგენელს შეხვდა. ინფორმაცია „თალიბანის“ ოფიციალური ტვიტერზეა  გამოქვენებული. „შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც ორივე ქვეყანას, რეგიონალურ უსაფრთხოებასა და ავღანეთში არსებულ სიტუაციას ეხება“-ნათქვამი იყო „თალიბანის“განცხადებაში. ფოტოებზე  მკაფიოდ ჩანს რუსული დაზვერვის მიერ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში წარგზავნილი ალექსეი მაქსიმოვი, რომელიც რუსეთში თაღლითური საქმიანობით არის განთქმული.

ამ თემის ირგვლივ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზოგადოებაშიც გაჩნდა კითხვის ნიშნები. მაგალითად, დიანა ვანეევა „აბხაზია-ცენტრის“ სტატიაში სვამს კითხვას-„თუ კი სახელმწიფო სამსახურში ასეთი სუბიექტები ახერხებენ მოწყობას, გამოდის ეს „შარაშკინა კანტორაა“?“ სავარაუდოდ, პასუხი ძალიან მარტივი უნდა იყოს და ვანეევას კითხვა რიტორიკული შეკითხვების კატეგორიაში გადის, რადგან თვითონვე სცემს იქვე პასუხს: „ ანუ, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სპეცსამსახურში ჩაინერგა ადამიანი, რომელიც ფიქტიური ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც რფ-ს უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ლიკვიდირებულია „დოკუმენტების ფაბრიკაციის გამო“, და რომელმაც ფაქტიურად მიისაკუთრა ჯილდოები და სამხედრო წოდებები“.

როგორც ვანეევა წერს, მაქსიმოვი წლების განმავლობაში საქმიანობდა „ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიაში“, რომელიც 2002 წლიდან რუსეთის ტერიტორიაზე დესტრუქციული ტოტალიტარული სექტების ჩამონათვალშია შეყვანილი.ასევე, მას წლებია კავშირები აქვს ავღანეთთან. ის ჯერ კიდევ  2014 წლიდან მონაწილეობდა პროექტ „ამარანტში“, რომელიც ავღანეთში რუსებმა წამოიწყეს და  ამარანტის პლანტაციების გაშენებას ეხებოდა.

ღია წყაროებით ირკვევა, რომ 2000 წელს მაქსიმოვმა რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაცია “უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამართალწესრიგის პრობლემების აკადემია” დააფუძნა. ხოლო რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ დაადგინა, რომ მისმა ორგანიზაციამ არსებული კანონმდებლობის გვერდის ავლით, სახელმწიფო ჯილდოების იდენტური 73 სახეობა შექმნა, ასევე გაყალბდა სამეცნიერო ხარისხები, სამხედრო მუნდირები, სამხედრო წოდებები“. შესაბამისად, დღემდე რუსეთის ტერიტორიაზე არაერთი ადამიანია, რომლებსაც მაქსიმოვი და მისი კოლეგები ამ ფიქტიური მედლებით თუ ჯილდოებით ამკობდნენ. ასევე ყალბი ხარისხების დარიგებით ადამიანები გახადეს აკადემიკოსებად. ამ ორგანიზაციის ლიკვიდაცია მოხდა, მაგრამ მაქსიმოვი არავის დაუსჯია.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. არსებული ინფორმაციით, მაქსიმოვი ამაყობს იმით, რომ 1991-93 წლებში იუგოსლავიაში რუსულ სამშვიდობო კონტინგენტში მსახურობდა. როგორც ირკვევა, ამ წლებში იუგოსლავიაში არანაირი რუსული სამშვიდობო კონტინგენტი არ არსებობდა.

JAM-NEWS-სთვის მიცემულ ინტერვიუში „სამხრეთ ოსეთის პარლამენტის“ ერთ-ერთი ყოფილი დეპუტატი როლანდ ქელეხსაევი ამბობს, რომ „ზოგიერთი ჩამოსული ჩინოვნიკი რესპუბლიკას გასამდიდრებლად იყენებს.“ შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ის მართალია. კრემლი ნამდვილად არ ფიქრობს იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობს ოსი ხალხი, რა უჭირთ და რა ულხინთ. ერთადერთი რისთვისაც იყენებენ დე ფაქტო ე.წ დამოუკიდებელ რესპუბლიკას სამხრეთ ოსეთს, ეს  საქართველოსთან კონფრონტაციის შენარჩუნებაა, „თალიბებთან“ საქმის დალაგება, ხალხის გარუსება და სხვა მსგავსი მერკანტილური ინტერესებია.

ნესტან ლომაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved