• რეკლამა
  • კონტაქტი
00:52, პარასკევი, 19 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შტამების თეორიები „მოკვდა“, საქართველოში თუ პროცენტულად ბევრი აცრილი პაციენტი დაუმძიმდებათ, მაშინ ეს ავადმყოფის მოვლის პრობლემა იქნება” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
00:01 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
173

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

-ახალ შტამებზე რას ამბობენ ევროპაში?

-შტამების თეორიები ძალიან „მოკვდა“, აღარავინ საუბრობს უკვე შტამებზე გერმანიაში. იმუნოლოგები და ვირუსოლოგები ამბობდნენ, რომ შტამები იმდენად მინიმალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ვირუსული სტრუქტურების თვალსაზრისით, რთულია ისაუბრო, მართლა განსხვავებულ შტამებზე. ჩვენ დღეს ვიცით, რომ რნმ- ტექნოლოგიებით დამზადდებული ვაქცინები, ფაიზერი და მოდერნა, ყველა შტამზე მოქმედებს, სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე ძალიან ცოტა კვლევაა, ევროპა საერთოდ იგნორირებას უკეთებს ჩინურ ვაქცინას. ეს ძალიან ცუდია, მე ვთვლი, რომ ჩინური ვაქცინა არის ერთ-ერთი სოლიდური ვაქცინა, დამყარებულია იმ ტექნოლოგიებზე, რომლებითაც ცნობილი ვაქცინები შეიქმნა, ჩემთვის გაუგებარია, რომ ამაზე ევროპაში ნაკლები დისკუსია მიდის, მაგრამ რაც ვიცით და რაც ფაქტია, რნმ-ის ტიპის ვაქცინები მოქმედებენ, აქვთ კარგი შედეგი და თუ ვინმე აცრილი მოხვდა კლინიკაში, იშვიათად, რომ მას მძიმე გართულება დაემართოს. საქართველოში არ ვიცი, ამ მხრივ როგორაა საქმე, მაგრამ თუ პროცენტულად ბევრი აცრილი პაციენტი დაუმძიმდებათ, მაშინ ეს ავადმყოფის მოვლის პრობლემა იქნება და არა სხვა მიზეზი. ვაქცინების თემა, მე მგონი, საქართველოში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ აცრის, უწოდო ბნელი, ამას  არც ექიმობასთან აქვს კავშირი და არც დიპლომატიასთან, თუ გინდა რომ აიცრან, მათი ნდობა უნდა მოიპოვო და ამას ვერ მოიპოვებ, თუ მას ბნელი ეძახე. შიში არ არის გამოსავალი. თუ რაღაც შენზე ძალიან დიდის გეშინია, დაახლოებით 20 წუთის მერე ეს შიში ნახევრდება, მერე კიდევ ნახევრდება და მერე კიდევ. არ შეიძლება მუდმივი შიში არსებობდეს, ადამიანს არ შეუძლია მუდმივ შიშში არსებობა, ამიტომაა შიშის გზა – ყოველთვისი არასწორი გზა. 

საქართველოში რაც ყველაზე მეტადაა საგანგაშო და რაზეც ყველამ უნდა ვისაუბროთ ხმამაღლა – ესაა ჰიგიენა საავადმყოფოში და ავადმყოფის მოვლა – საავადმყოფო უნდა იყოს სრული ბარიერი ვირუსისთვის – იქ უნდა სუფევდეს უმკაცრესი ჰიგიენური რეჟიმი. საავადმყოფოს კარებში რომ შეხვალ, სხვა ქვეყანაში უნდა გეგონოს თავი, საავადმყოფოს ჰიგიენის და ავადმყოფის მოვლის საკითხი უმთავრესია, და მერე მოდის ვაქცინაციის საკითხი – იცით, რატომ? დღეს კორონაა, 2 წლის მერე შეიძლება სხვა ვირუსი იყოს, იმ საავადმყოფოში შენ ჰიგიენა და პაციენტის მოვლა ყოველთვის გჭირდება, ხან გექნება რაღაც ვირუსზე ვაქცინა და ხან არ გექნება, ამიტომაა ვაქცინა მეორე საფეხური. საავადმყოფოში რომ შედის ადამიანი, ის უნდა იყოს 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ იქ მისი ჯანმრთელობა საავადმყოფოს არაჰიგიენურობის გამო არ გაუარესდება. პერსონალისგან არ უნდა იღებდეს ვირუსს პაციენტი, მეორე სხვა პაციენტისგან არ უნდა მძიმდებოდეს. როცა რამდენიმე კორონიანს შეყრი ერთად, გამოკეტილში, ეს არის კატასტროფა, ყველა დამძიმდება, ახალგაზრდაც კი. გარდაცვალების კოეფიციენტი, შეიძლება, ისეთი მაღალი არ არის ჩვენთან, როგორც სხვა ქვეყნებში, მაგრამ ჩვენთან იღუპება ახალგაზრდა და ჯანმრთელი პაციენტიც, ასეთი ასაკის და ჯანმრთელი პაციენტი არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში აღარ იღუპება – ესაა ტრაგედია.  ამიტომ, ყველას გთხოვთ, ერთად ვისაუბროთ საავადმყოფოს ჰიგიენაზე და ავადმყოფის მოვლაზე მეტი და მეტად ხმამაღლა.

გისურვებთ ჯანმრთელობას.

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved