გურჯაანში 71 წლის კაცმა ბიძაშვილი და მისი ცოლი მოკლა.
“მეზობლები და ბიძაშვილები არიან. ცეცხლსასროლი იარაღით არის ნასროლი და მოკლული ორივე. უწყინარი, უგემრიელესი ხალხი დახოცა. მიწის ნაკვეთს მეორე ძმას ედავებოდა, ვინც დახოცა ამათთან არაფერი პრობლემა არ ჰქონდა,” – განაცხადა ადგილობრივმა, რუსთავი2-თან.
მკვლელობაში ბრალდებულის მეუღლე რუსთავი2-თან ამბობს, რომ ნათესავებს შორის წლების წინ კონფლიქტი დაიწყო მათ სახლთან მდებარე საკარმიდამო მიწის გამო. მისი თქმით, თითქმის მოგვარებული იყო საქმე და მისთვის უცნობია, თუ რატომ მოხდა დღეს დილით ეს ფაქტი.
ადგილობრივების თქმით, ალექსანდრე ზარდიაშვილმა სანადირო თოფით ესროლა ცოლ-ქმარს, გურამ და მერი ზარდიაშვილებს. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
კომენტარები