• რეკლამა
  • კონტაქტი
21:37, კვირა, 17 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მიშა გაყიდეს? – “ტყუილია, ოპოზიციას არ აქვს არავითარი გეგმა სააკაშვილის გასათავისუფლებად” – რას უყვება “ალიას” იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:13 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

-პირადი ექიმი ჩამოვიდა საქართველოში სააკაშვილი, პირველ დღეებში თქვა, ცუდადაა მიშა და შეიძლება დაიღუპოს, თუ არ გათავისუფლდაო, თუმცა, რაც მეტი დრო გადის, მისი განცხადებები თითქოს რბილდება, თუ მეჩვენება? აღარ ამბობს, დაიღუპებაო, ახლა გვეუბნება, ანალიზებში სერიოზული ცვლილებები არ არის და ფერი არ მომწონსო?

-რა უნდა იყოს ცუდი ანალიზებში? გემოგლობინი ექნება დაბალი, დაახლოებით, 30 პროცენტით ნაკლები ექნება ზღვარს ქვემოთ გემოგლობინი, ის მეტად არ დაიკლებს, სად უნდა წავიდეს, ხომ არ გაქრება? იმ დაბალი გემოგლობინით, ნორმალურ პირობებში 100 წელი შეიძლება იცხოვროს ადამიანმა, მაგრამ ამ შიმშილობით, ამ მეტაბოლიზმით, რომელიც შიმშილობას მოჰყვება – დიდია საფრთხე და ეს იცის იმ ექიმმა. მაგრამ, იქ რა ხდება, ღმერთმა უწყის. გეტყვით გულახდილად, საქართველოში ვინც უნდა ჩამოვიდეს, თუ გმირი არა ხარ, რამდენიმე კვირა რომ დარჩები, უკვე სიტუაციაში გითრევენ. 2015 წელს ვიყავი და სამი კვირის მერე უკვე ვიგრძენი, რომ მსოფლმხედველობრივად ვიცვლებოდა, გეუბნებიან, იცი რა? შენ ახალი ხარ და რომ წაადგეს საქმეს, ასე უნდა თქვა. არ გამოვრიცხავ, რომ ექიმზე, რომელიც ახლა საქართველოშია, მოქმედება მიმდინარეობს, ზეწოლა კი არა, მოქმედება, აი, მიშასთვის ასე სჯობს, ხალხს უნდა დავანახოთ, რო მიშა მაგარია, ყველაფერს იტანს და ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ მაგრად არის… არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ ვიღებდეთ ინფორმაციას შელამაზებულად, რათა დაგვანახონ რომ მიშას ყველაფრის ატანა შეუძლია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რისი ატანა შეუძლია 21-ე საუკუნის ადამიანს, რომელსაც ნაშიმშილები არა აქვს? ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ ასკეტებზე, ინდოეთში მცხოვრებ გურუზე, რომელიც წელიწადში სამი თვე შიმშილობს და მედიტაციას გადის? ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ სააკაშვილმა ივარჯიშა 6 თვე წინასწარ შიმშილობაში, ტრენინგი გაიარა შიმშილობაში და ჩამოვიდა მერე ამ იდეით, რომ აქ ეშიმშილა? სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა იმ იმედით, რომ როგორც კი მას დაიჭერდნენ, მას დაუდგებოდა ყველა ოპოზიციური პარტია გვერდით, მათ შორის, იგივე გახარია… ეს 100 პროცენტით ასე ეგონა. ხალხს არ შეუძლია საკუთარი თავის ორგანიზება, ხალხს შეუძლია რევოლუციის მოწყობა, მაგრამ თუ ხალხი აჯანყდა ლიდერის გარეშე, დამანგრეველია, გადაივლის და მორჩა. ორგანიზატორის გარეშე, ხალხის მასის აშენებული, არაფერი არსებობს. მასა – ანგრევს.

-ანუ, გაყიდულია პოლიტიკური სიტუაცია?

-თუ ვინმე დგას ქუჩაში და შიმშილობს, თუ ვინმე იცით ასეთი – ის არაა გარიგებული, დანარჩენი ყველა გარიგებულია! საქართველოში მიშა სააკაშვილს პოლიტიკური თანამებრძოლი არ დარჩა. გული უწუხთ ემიგრანტებს… ყველა სულელი ხომ არ არის? ხომ ხვდებიან, რომ ხალხს გეგმის იმედი აქვს და რეალურად, ეს გეგმა არ არსებობს? ის ძალებიც კი ჩუმად არიან, რომლებიც აქტიურ ქუჩის მოძრაობაზე აკეთებდნენ აქცენტს, ალბათ, იმათაც ეუბნებიან, გეგმა გვაქვს, დიდი გეგმა და გვაცადეთო. რუსთავის ციხესთან  იყო ხალხი მისული, უნდოდათ კედლებზე პლაკატების გაკვრა, გვარამიას უთქვამს, არ გააკრათ, ეს გააღიზიანებსო, გასაღიზიანებლად მიდიხარ იქ, იმიტომ ხომ არ მიდიხარ, რომ მადლობა გადაუხადო? აქციის მერე, იყო მითითება, რომ ციხესთან არ მისულიყვნენ ადამიანები, ეს მითითება გაავრცელეს მიშას სახელით… ყველა ღონე იხმარეს, რო ის 60 000 კაცი ციხესთან არ მისულიყო. გაყიდულია, კი, ოღონდ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ფული აიღო ვინმემ, ფულის აღება არაა აუცილებელი, ოჯახური ბიზნესი რომ არ შეგიმოწმა, რომ გამდიდრდი ბიძინას დროს – ეს რომ შენც იცი, ბიძინამაც და არ გართმევს გადასახადის სახით უკან – ესეც გაყიდვაა. თვალის დახუჭვაც გაყიდვაა, რომ იცი, რომ დაგიხუჭა ბიძინამ თვალი, ისიც გაყიდვაა. ინსტიტუტები რომ აქვთ გახსნილი და ხალხის ფულით მილიონრები გახდნენ და იმ ინსტიტუტს რომ კაპიკი ფასი არ აქვს, ესეც გაყიდვაა. რომ ყვირიან ახლა ბიძინა ასეთი და ისეთიაო და პარალელურად ამ ინსტუტებიდან ფულს იღებენ, რომ იციან, იცის ეს ბიძინამ და არაფერს ეუბნება, ესეც გაყიდვაა. ხომ შეეძლო ახლა ბიძინას ეთქვა, სწავლა არ არის არსად, ინსტიტუტში არ დადის არავინ, მაგალითად, ორი სემესტრის ფული არ შეიძლება გადაიხადოს ხალხმა, არ მივცემ უფლებას ინსტიტუტს ფული აიღოს იმაში, რაც არ გაუკეთებია, ეს ხომ დიდი პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა? ხალხის დიდი გამოხმაურება ხომ ექნებოდა? არ გააკეთა, იმიტომ, რომ იმ ხალხს ბიზნესი არ ჩაუფლავა. ძალიან მარტივია, ნახეთ, ვინ რას ფლობდა 2012 წელს და რა აქვს დღეს. ადამიანი, რომელსაც 2012 წელს მერე ქონება გაეზარდა, გმირი უნდა იყოს, ჭავჭავაძე უნდა იყოს, რო ადგეს და ბიძინას წინააღმდეგ იბრძოლოს. ეს იცის სააკაშვილმა, ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, მაგრამ სააკაშვილს მაინც არ უნდა ამის დაჯერება, ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ეს ხალხი, ვერ დათმობს ამ სითბოს და სიკეთეს ქვეყნის მომავლისთვის. ბევრჯერ უთქვამს, რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლება, იმას ხომ შვილი ჰყავს, პატარა ბავშვი ჰყავს, მომავალი საქართველო ხომ არ უნდა ასეთი?

“გამოიყვანა ხალხი და სამ საათში უკან გაუშვა, მრცხვენია, უკადრებელი იკადრა – ოპოზიციამ უნდა აგინოს, მაგრამ ისე უნდა აგინოს, რო ბიძინას საქმე არ გაფუჭდეს” – იაგო ფრანგიშვილი
რა ოცნებები და გეგმები აქვს სააკაშვილს დღეს? – “ისეთი იდეები აქვს, ამათ რომ არც დაესიზმრებათ” – იაგო ფრანგიშვილი
“სააკაშვილის პარტიამ ფეხებზე დაიკიდა სააკაშვილი” – რა ნაბიჯს გადადგამს უკრაინა, თუ დაინახა, რომ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია?
თეგები: ენმიაგო ფრანგიშვილიმიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს
ახალი ამბები

“ჰკითხე ექსპერტს” – კამპანია, რომელიც ლომბარდთან დაკავშირებულ სტერეოტიპებს ამსხვრევს

18:05 08-14-2025
თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

12:41 08-14-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved