• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ოცნებები და გეგმები აქვს სააკაშვილს დღეს? – “ისეთი იდეები აქვს, ამათ რომ არც დაესიზმრებათ” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
21:07 10-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
139

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

-ბევრმა იკითხა, შეიცვალა თუ არა მიხეილ სააკაშვილი 2012 წელს მერე, თქვენ როგორ ფიქრობთ?

-2018 წლიდან ვიცნობ პირადად და 2012 წლიდან კი არა, 2018 წლიდან 2021 წლამდეა შეცვლილი. სააკაშვილი დღეს სულ სხვა ადამიანია, ახალი იდეებით. ისეთი იდეები აქვს, ამათ რომ არც დაესიზმრებათ. სააკაშვილს სურს, პოლიტიკური მართვა გადაიტანოს ხალხის ხელში, როგორც შვეიცარიაშია, მაგალითად, ყველა მნიშვნელოვან საკითხს ხალხი წყვეტს რეფერენდუმით, თუ პლებიცისტით. ეს მოდელი არ აწყობას, რა თქმა უნდა, იმ პირებს, ვინც დღეს პოლიტიკით ფულს შოულობს.  სააკაშვილმა იცის, რომ საქართველოს არ შეუძლია აწარმოოს ახალი ბეემვე, მაგალითად და შეეჯიბროს გერმანიას ამ კუთხით, მას ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარება სურს და არა მობეტონება ქვეყნის. მან უკვე იცის, როგორ იქმნება პრეცედენტრი იმისა, რომ იყო წარმატებული სახელმწიფო. რთულია, ყველა კლასიკური ბიზნესი დაკავებულია, ამიტომ, ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებზე აკეთებს აქცენტებს. საქართველოში ყველა დარწმუნებულია, მათ შორის, მისი პარტიის ლიდერებიც, რომ სააკაშვილს უნდა პოლიტიკაში მოსვლა და ამიტომ ეშინიათ მისი, სააკაშვილს კი სინამდვილეში უნდა ამ ერთი კაცისგან, ერთი წურბელისგან გათავისუფლეს საქარველო. მას უნდა იყოს საქართველოსთვის აი, ამ ინოვაციურ პროექტებთან შუამავალი. სააკაშვილის ოცნებაა საგანმანათლებლო სისტემის რეორმირება, რათა ადამიანებს, საკუთარი ცოდნით, საკუთარი თავის რჩენა შეეძლოთ. მთელი გულ-სისხლით უნდა განათლებული, ახალი თაობა, რომელიც ამ ინოვაციურ ტექნოლოგიებში იქნება წამყვანი და კონკურენტუნარიანი მსოფლიოში. მაგალითად, ეკოლოგიური ტექნოლოგიები, ძალიან მომგებიანი, ყველაზე სწარფად მზარდი ტექნოლოგიებია, მოიცავს სოფლის მეურნეობას, გადამუშავებას, ენერგიის გამომუშავებას და ამით შეიძლება სულაც ენერგეტიკული დამოუკიდებლობა მოიპოვო. ეს ტექნოლოგიები არსებობს და ახლა მთავარია ვინ დაიწყებს მის გამოყენებას პირველი.

საქართველოს დასაკარგი არაფერი აქვს, საქართველოში „ზემოთ“ მდგარი 10 ათასი კაცის გარდა, ყველა, მთელი მოსახლეობა არის მინიმუმზე. დღეს საქართველოში ყველას რომ მოსთხოვოს ბანკმა ვალის გადახდა, საქართველო გაკოტრებულია. საქართველოში ადამიანი ბედნიერად გრძნობს თავს, თუ ბანკის ვალის პროცენტი გადაიხადა და თუ დარჩება მერე საჭმელის და ბინის ფული და გაცილებით უფრო ბედნიერია, თუ ბანკისგან ვალი აიღო, აი, ეს არის ქვეყანაში უდიდესი ბედნიერება, თუ ბანკმა ვალი მოგცა. საქართველოს არაფერი აქვს დასაკარგი, მას მხოლოდ განვითარება შეუძლია. დასაკარგი აქვს მხოლოდ ტერიტორიები, ავტობანიდან რამდენიმე კილომეტრში დგას რუსი, თუ მოისურვა გადაგიკეტავს კიდეც, ბაზებს ხსნიან, მოძრაობენ, მოდის და მოდის… ქართველი ხალხი ამას ვერ გრძნობს, სახლში ზის, ტელევიზორს უყურებს, სადაც ან აქებენ ბიძინას და ან აგინებენ, ან ერთი ხარ და ან მეორე – ან მაქებრების მხარეს ხარ, ან მაგინებლების და ამით ერთობა ხალხი. ეს ყველაფერი ჩაფიქრებულია, გაღარიბებული ადამიანები, სხედან და ტელევიზორით ერთობიან სახლებში.

“გამოიყვანა ხალხი და სამ საათში უკან გაუშვა, მრცხვენია, უკადრებელი იკადრა – ოპოზიციამ უნდა აგინოს, მაგრამ ისე უნდა აგინოს, რო ბიძინას საქმე არ გაფუჭდეს” – იაგო ფრანგიშვილი
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved