ამერიკელი მღვდელი, რომელიც ვაშინგტონში მსახურობს, ვირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. “ინდეფენდენთის” ინფორმაციით, ხელისუფლება ყველას, ვინც იმ კონკრეტულ ეკლესიას 28 თებერვლიდან 3 მარტამდე სტუმრობდა, თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს.
ეკლესიაში მღვდელმსახურება შეწყვეტილია. მღვდელმა კორონავირუსის დადასტურებამდე წერილი გაავრცელა :
“პირველ რიგში, მინდა დაგარწმუნოთ, რომ კარგად ვიქნები. არაჩვეულებრივად მივლიან და თავს მხნედ ვგრძნობ. კარანტინში მომდევნო 14 დღის განმავლობაში ვიქნები”
წყარო – რუსთავი 2
კომენტარები