• რეკლამა
  • კონტაქტი
21:26, შაბათი, 12 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ?” – ლევან ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
12:44 10-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

„ოღონდ სააკაშვილი გარეთ გამოვიდეს, ოღონდ ისევ არეულობა და დესტაბილიზაცია იყოს ქვეყანაში, ყველაფერზე მიდიან “ნაციონალები” და მათი მთავარი პროპაგანდისტი გვარამია,“- წერს სოციალურ ქსელში  ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი.

მისი თქმით, სააკაშვილის მხარდამჭერები პატრიარქსა და საპატრიარქოს დიდი ხანია ებრძვიან და მეუფე შიოს ქადაგების კრიტიკაც ამ ბრძოლის გაგრძელებაა.
„ჯერ იყო და ჯალათი ბელადის მხარდაჭერები მოაგროვეს თბილისში, ახლა კი ჩვეულ რეჟიმში საპატრიარქოს, პატრიარქსა და მის თანამოსაყდრეს, მეუფე შიოს მოუბრუნდნენ – ქრისტიანული სწავლებისა და ქადაგების კრიტიკა დაიწყეს. ეკლესიის წინააღმდეგ მათი ბრძოლა არ ახალია, ძველია-მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ მეუფე ამბობს – ბოროტება სამართლიანი სასჯელით უნდა აღიკვეთოსო! 

სამაგიეროდ მოსწონთ და აგულიანებენ სააკაშვილის მხარდამჭერებს: მხატვრებს, მწერლებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მოტირალ ფანატიკოს გოგონებს,მღვდლებს-ფაქტიურად ყველა ერთად იწონებს, პეტიციაზე ხელს აწერს და პასუხისმგებლობასაც იღებს იმ ბოროტებებზე, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა და ამას გვარამიას ბრძანებით აკეთებთ? გვარამიას ნათქვამი მოგწონთ და პატრიარქის თანამოსაყდრის სიტყვის არ გჯერათ და არ მოგწონთ? ახლა უფრო მეტად გასაგებია ეს ყველაფერი-იმას რასაც სააკაშვილი აკეთებდა, კიდეც მოგწონდათ და კიდეც ხელს უწყობდით-ირიბად თუ პირდაპირ თვითონ გადაწყვიტეთ!“- წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისათვის, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეთა კრიტიკა და გულისწყრომა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის შიო (მუჯირი) ქადაგებისას გაკეთებულმა  განცხადებამ გამოიწვია, სადაც მეუფემ განაცხადა, რომ სახარება ყველასათვის ყველაფრის პატიებას არ გვასწავლის.
„დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან,”– თქვა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

„თავისუფლება მიშას. ძირს ეგზარქოსი შიო,“- ასე გამოეხმაურა მიტროპოლიტის ქადაგებას „მთვარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
ახალი ამბები

ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე

16:07 07-11-2025
სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved