• რეკლამა
  • კონტაქტი
13:11, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID –ის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში CosyCorner-ი ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
19:25 10-15-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოს ბანკი მის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა, გაევლო მის ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული ტრენინგი ფინანსური ხელმისაწვდომობისა და ექსპორტის მიმართულებით.

კომპანია CosyCorner-ის საქმიანობას დაწნული გარე ავეჯის წარმოება და რეალიზაცია წარმოადგენს. ის საქართველოში, უმაღლესი ხარისხის, წყალგამძლე, სიცხეგამძლე ეკოლოგიურად სუფთა პოლიმერისგან მზადდება. კომპანია 2013 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა ამით არ ჩერდება და სამომავლოდ ექსპორტზე ორიენტირებას გეგმავს.

„რაც ჩვენს პროდუქციას გამოარჩევს არის ის რომ, ვაწარმოებთ საქართველოში დამზადებულ, მაღალი ხარისხის წნულის გარე ავეჯს. ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალას, რომელიც უძლებს წვიმას, ყინვას, მზეს. ჩვენი დამზადებული ავეჯი ამშვენებს როგორც  ინტერიერს,  დახურულ შენობაში, ასევე ღია ცის ქვეშ ხანგრძლივად ინარჩუნებს ხარისხს. ამ ეტაპზე კომპანიის მთავარი გამოწვევა სასაწყობო მარაგებისა და  ე.წ. „შოურუმის“ არ არსებობის გამო სეზონურ პერიოდში მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. იმედი გვაქს, უკვე მიღებული  გამოცდილება მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო კარგად დავინახოთ კომპანიის პოტენციალი, რათა მოვახდინოთ ბაზრის სრული ათვისება, შემგომ კი ექსპორტზე აქცენტირება“,- განაცხადა ნიკოლოზ ნადირაძემ, CosyCorner-ის წარმომადგენელმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მსუბუქი მრეწველობის განვითარების პროგრამა ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას,შეიმუშაონ საკუთარ საჭიროებებზე მორგებული ბიზნესის განვითარების გეგმები, როგორც ექსპორტის განვითარების, ფინანსური მართვისა და ინვესტიციების ათვისების, ისე ადგილობრივი გაყიდვების ზრდის მიმართულებით. პროგრამა განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც საქმიანობენ სამშენებლო მასალების დამზადების; ავეჯის ან სათამაშოების წარმოებისა და დიზაინის მიმართულებით, ან ახორციელებენ მყარი ნარჩენების გადამუშავების; შესაფუთი მასალებისა თუ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (Personal Protective Equipment – PPE) წარმოებას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღეს “არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა 

17:21 04-27-2026
თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

თიბისის საერთაშორისო აღიარება – ყველაზე ინოვაციური ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში

14:05 04-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved