• რეკლამა
  • კონტაქტი
21:16, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ჰო, თქვენ მოიგეთ ბატონო, გილოცავთ, მაგრამ ჩვენ, ქვეყანამ წააგო… “ – პეტრე კოლხი

ალია ავტორი - ალია
21:49 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში რუსთაველზე სააკაშვილის განთავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციას ეხმაურება:

„არ ვარ არც ერთი პარტიის წევრი… არ ვარ მხარე… საერთოდ არ მაინტერესებს ვიღაცის პირადი ინტერესები… არ ყოფილა ჩემი სურვილი პატივი და დიდება, თორემ რამენაირად შევძლებდი… თუმცა ვერ დავიტევ უნიათო, უწიგნურ და ბნელ ზემდგომს… მას, ვისაც საერთოდ არ ადარდებს ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები გაუბედურებული ადამიანების ბედი…

ვერ მოვისმენ იმას, რომ ყველაფერი კრგად არის და ხალხი უკეთეს პირობებში ცხოვრობს…

ვერც იმას მოვისმენ, საკუთარი უტვინობის გამართლების მიზნით, სულ ერთი და იმავე ისტორიას რომ გვახსენებთ…

გავიგე, რომ ადამიანებს არ აწამებთ, მაგრამ ნაკლები მკვლეობები არ ხდება… დღისით, მზისით ადამიანებს დაუფიქრებლად კლავენ…

ვერც იმას მოვისმენ, რომ დემოკრატიის ზენიტია… არა, არ არის… მარტო ბოლო სამი თვის მანძილზე ორი უდანაშაულო ტურისტი მოკლეს. უფრო შორს არ ვიხედები, არ მინდა ცუდის გახსენება…

დემოკრატიის მანტია შემოხვეული დიქტატურა კიდევ უარესია…

ბოლო არჩევნების შემდეგ საკვები გაძვირდა, სავარაუდოდ კომუნალურებიც მოიმატებს… ჰოდა, თავს ვერ მოვიტყუებ, რომ კარგად ვართ…

არც წარსულში დაბრუნება მინდა. ცხრა წლის შემდეგაც ძველი ხელისუფლების მობრუნების მცდელობა მოქმედი, მაგრამ აბსოლუტურად უმოქმედო მთავრობის ბრალია…

აღარავის სჯერა ამ მარაზმი პათეტიკის, არც დაყენებული ხმის ტემბრის და დაზეპირებული ფრაზების…

სირცხვილია ამდენი არაადამიანურობა, ამდენი ტყუილები, ამდენი ცოცხების ქნევა…

გამოვიარეთ ეს ეტაპი და ისევ იქ ნუ გვაბრუნებთ…

თავისუფლად სუნთქვა გვინდა, ფსევდო თავისუფლების გარეშე…

თქვენ არ ვიცი ვისთან რა გარიგება გაქვთ, მაგრამ ეს ქვეყანა ჩვენიც არის, ჩვენი, ვინც მარტო საკუთარ თავზე არ ფიქრობს, ვინც მარტო იმიტომ არ დაგიკრავთ ტაშს, თქვენგან დანიშნულ სამსახურში ხელფასი აიღოს და კრედიტები გადაიხადოს…

ვერ შევეგუები ჩემი ქვეყნის სათავეში იმ ხალხს, ვინც დამოუკიდებლად საკუთარ ბიოგრაფიას ვერ დაწერს…

დადექით და იზეიმეთ წაგებული არჩევნების მოგება… ჰო, თქვენ მოიგეთ ბატონო, გილოცავთ, მაგრამ ჩვენ, ქვეყანამ წააგო… ვიმედოვნებ, ეს წაგება დროებითია!..“

თეგები: პეტრე კოლხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved