• რეკლამა
  • კონტაქტი
23:13, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,შერიგება ახლა უნდა დავიწყოთ? თან უსამართლო მიშას “კურთხევით”? რას ამბობ, მეუფე?!” – მაია ნიკოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:03 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მეუფე ნიკოლოზის პოზიციის შესახებ წერს:

,,იმასაც ვერ დავუშვებდი, სასულიერო პირზე ძვირი მომესმინა; თუ საყვედურს იტყოდა ვინმე, არ გინდა, ნუ განიკითხავ, ისიც ადამიანია და თავისი ცოდვა უფალთან მოეკითხება-მეთქი, ბევრისთვის მითქვამს.

დღეს ცხოვრებაში პირველად, გულშიც და ხმამაღლაც ვიტყვი საყვედურს მეუფის სამოქალაქო პოზიციის მიმართ და არ ვინანებ: მეუფე ნიკოლოზ, შერიგება ახლა უნდა დავიწყოთ? თან უსამართლო მიშას “კურთხევით”? მისი თანხმობით?
-რას ამბობ, მეუფე?!

-უცნობთან ბრძანდებოდით სტუმრად. გისმინე, მეუფე, და გული მწყდება:
-მიშას დროს, ციხეში და ზონაზე შევდიოდიო, არავის უთქვამს, რომ აწამებდნენო!!!!
-გული მწყდება, განა იმ ციხეში შესულს, პატიმრის თქმა გინდოდა, მეუფე? სახეზე არ ეწერა იმ ხალხს, რა ცხოვრებაც ჰქონდათ?
-რას აბობ, მეუფე?!!!
-ჩანს, არ გენდობოდნენ, მეუფე, პატიმრები…
-ძალიან მწყდება გული! ის იუმორიც ძალიან უადგილო და უგულო იყო, რომ ბრძანეთ, პატიმრებმა მითხრეს, გარეთ მანქანებს ვინ მოიპარავს, ყველანი აქ ვართო!!!
-არც არავის დაუწუწუნია, თქვენთან, პატიმრის ოჯახის წევრს?
-პრეზიდენტი რომ იყო, მიხეილი, არაფერი გსმენია ადამიანების ჩაგვრაზე? უკანონობაზე? უსამართლობაზე?
-თუ არა, და, ჩანს, არც გარეთ გენდობოდნენ, მეუფე. ძალიან მწყდება გული.
გუშინ უცნობთან ბრძანდებოდით სტუდიაში, სიკეთეზე საუბრობდით, სიყვარულზე, შერიგებაზე, სიძულვილის დასრულებაზე. პარალელურად ტვ “იმედზე” გადაცემა მიდიოდა, ადამიანები დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ დატოვებულ უდიდეს სულიერ ტკივილზე საუბრობდნენ, ყველას თავისი ტკივილი ჰქონდა მოტანილი სტუდიაში, ყველა მათგანს მძიმე ტომარასავით აქვს მოკიდებული ზურგზე ეს ტკივილი და ატარებს, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე! ნეტა, ახლა მაინც, სატელევიზიო გადაცემით მაინც, გაგეგოთ სხვების ტკივილი…
მიხეილ სააკაშვილს შერიგებისკენ და მიტევებისკენ მოუწოდეთ, პარდონ!!!კიდევ მან უნდა მოგვიტევოს?!!!!
-“იმედი მაქვს, ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ახალი ერა დაიწყება”-ო, ბრძანეთ.
-რას ამბობთ, მეუფე?! კიდევ კარგი, ეს მხოლოდ თქვენი პირადი პოზიციაა, როგორც მოქალაქის. ხალხი, ხალხის ტკივილი, განცდა, საზოგადოება სად დაიკარგა, თქვენს პოზიციაში, მეუფე?
… ჩემი ბოდიში დედა ეკლესიას, მის მიერ თქვენთვის მონიჭებულ სტატუსს, ჯვარს და შესამოსელს! მაგრამ, როგორც მოქალაქეს, ბედნიერი ვარ, რომ პირადად არ გიცნობთ და არც არასოდეს გაგიცნობთ!
დიდება უფალს! უფალი ხედავს! “

“ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე” – მეუფე ნიკოლოზი
თეგები: მაია ნიკოლეიშვილიმეუფე ნიკოლოზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved