• რეკლამა
  • კონტაქტი
16:47, კვირა, 14 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გაქრობა, ხანძარი, ელიმინაცია, თანაცხოვრება – COVID პანდემიის 4 სცენარი

ალია ავტორი - ალია
13:27 10-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

BBC მოგვითხრობს პანდემიისგან თავის დაღწევის მთავარ შესაძლო სცენარებზე.


ივლისის ბოლოს ჟურნალმა Lancet- მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორებიც (ევროპული მედიცინის სამი ათეული წამყვანი მეცნიერი) უახლოეს თვეებსა და წლებში Covid -19-ის პანდემიის განვითარების შესაძლო ვარიანტებს განიხილავენ. მთავარი შეკითხვა, რომელსაც მკვლევრები სვამენ, არის  დასრულდება თუ არა პანდემია 3-5 წლის განმავლობაში? ეს კი,  ევროპელი ექსპერტების აზრით, სამ ძირითად ფაქტორზე იქნება დამოკიდებული:


–    რამდენად სწრაფად წარიმართება აცრის პროცესი როგორც ცალკეულ ქვეყნებში (განვითარების სხვადასხვა დონის მიხედვით), ასევე – მთელი პლანეტის მასშტაბით;
–    როგორ წარიმართება ვირუსის მუტაცია? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად საშიში აღმოჩნდება ახალი (ჯერ არ გამოჩენილი) ვარიანტები; 
–    რამდენად მკაცრად დაიცავს თითოეული ჩვენგანი (აცრილებიც და აუცრელებიც რეკომენდაციებს.

რომელ 4 შესაძლო სცენარზეა საუბარი? 

პანდემიის განვითარების შესაძლო სცენარები ამერიკის სამედიცინო საზოგადოება JAMA-ს ჟურნალში, ივლისის ბოლოს გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი. როგორც პუბლიკაციის ავტორები წერენ, ვაქცინაციის ფართომასშტაბიანი კამპანია (აშშ-ის მაგალითზე) იძლევა იმედს, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას შედარებით ადრე დაუბრუნდეს. ”თუმცა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მრავალი დაბრკოლება არსებობს: ვაქცინის უკიდურესად არათანაბარი ხელმისაწვდომობა, აცრისადმი მტკიცე ნეგატიური დამოკიდებულება, ვირუსის ახალი შტამების გამოჩენა და სასიკვდილო ინფექციის გლობალური ტალღები”, – დასძენენ მეცნიერები. ნაშრომში აღწერილი ოთხი შესაძლო სცენარი კი “წარმოადგენს პოტენციური შედეგების სპექტრს, რომელსაც შეუძლია Covid-19-ის პანდემია დაასრულოს“. 

პირველი სცენარი სრულ აღმოფხვრას გულისხმობს. ამ მოსაზრების მიხედვით, ექიმები Covid-19-ის „პირისაგან მიწისა აღგვას“ შეძლებენ, როგორც ეს თითქმის ნახევარი საუკუნის წინ, ჩუტყვავილას შემთხვევაში მოხდა. 
 

თუმცა ამ წარმატების განმეორება მხოლოდ ერთი პირობით არის შესაძლებელი. იმუნიტეტი (როგორც აცრის, ასევე დაავადების გადატანის შემდეგ) უნდა იყოს ძლიერი და გრძელვადიანი, რათა ადამიანი რეინფიცირებისგან დაიცვას და ამავდროულად, ინფექციის შემდგომი გავრცელება აღარ მოხდეს. Covid-19- ის შემთხვევაში ამის მცირე იმედი არსებობს. უფრო მეტიც, ვირუსის მიმდინარე მუტაციების გათვალისწინებით, მისი სრულად აღმოფხვრა  “შეიძლება თეორიული ექსპერიმენტისთვისაც კი ძალიან ამბიციური აღმოჩნდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიაში ამის გათვალისწინებაზე”. 

“მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო რეალისტურ ამოცანად” კვლევის ავტორები მეორე სცენარს მიიჩნევენ.

ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ელიმინაციას – მასობრივი აცრებისა და შემზღუდავი ღონისძიებების მკაცრი სისტემის წყალობით, კონკრეტულ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის დროებით ნულამდე შემცირებას. ეს, ფაქტობრივად, საზღვრების სრულ ჩაკეტვასა და გარესამყაროსგან იზოლაციას გულისხმობს. დღეისათვის მსგავსი სიტუაციის ყველაზე ცნობილი მაგალითია წითელას ვირუსთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა. ბავშვების მასობრივი ვაქცინაციის წყალობით, დაავადების გავრცელება უკვე იშვიათია და მისი კონტროლიც შედარებით სწრაფად ხდება. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში, აღნიშნული მეთოდის გატარება გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ შეძლო. ესენი იყვნენ: ავსტრალია, ვიეტნამი, ჩინეთი, ახალი ზელანდია და სინგაპური. 

მესამე სცენარი ვირუსთან თანაცხოვრებას გულისხმობს.

ეს მოსაზრება ემყარება იმ ვარაუდს, რომ შემუშავებული ვაქცინები ადამიანს მხოლოდ Covid -19– ის მძიმე მიმდინარეობისა და ლეტალური შედეგისგან დაიცავს. ასეთ პირობებში, როდესაც ბევრი  ადამიანი აცრილი იქნება, ვირუსი მომაკვდინებელ საფრთხედ აღარ მოგვევლინება და ფაქტობრივად, Covid -19 სეზონურ გრიპად გადაიქცევა. რა თქმა უნდა, აცრილებიც დაავადდებიან. ამის მიზეზი იქნება მათი ზოგადი იმუნიტეტის დაქვეითება, დროთა განმავლობაში ანტისხეულების დონის ბუნებრივი შემცირება ან ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნა. ამასთანავე, მოსახლეობის უმეტესობა ნებისმიერ დროს საკმარისად დაცული იქნება, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადების მძიმე ფორმით მიმდინარეობის ფართომასშტაბიანი გავრცელება. 

დაბოლოს, მეოთხე სცენარი არის ფართომასშტაბიანი ხანძარი.

ეს ვარიანტი ყველაზე სავარაუდოა, თუ მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აუცრელი დარჩება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვაქცინის ხელმისაწვდომობის პრობლემა, სამედიცინო უკუჩვენებები, დაბალი იმუნური სტატუსი ან უბრალოდ პირადი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში ვირუსი სწრაფ გავრცელებასა და შესაბამისად, მუტაციას გააგრძელებს. 

ერთი მხრივ, მეცნიერები აღიარებენ, რომ ვირუსის სრულად აღმოფხვრა ნაკლებად მოსალოდნელია. მკვლევართა განმარტებით, მაშინაც კი, თუ თითოეული კოვიდ პაციენტი გამოჯანმრთელდება, ინფექცია ცხოველებში გავრცელებას განაგრძობს და შესაძლოა, იქ მუტაცია მოულოდნელი ფორმებით განვითარდეს. მეორე მხრივ, ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად მოიძებნება ეფექტიანი პრეპარატი არა მხოლოდ თავად დაავადებისთვის, არამედ ინფექციის გაჭიანურებულ ფორმასთან საბრძოლველად, რომელიც “ხანგრძლივი კოვიდის“ სახელით არის ცნობილი.

წყარო – იმედი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved