• რეკლამა
  • კონტაქტი
14:55, ხუთშაბათი, 7 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საქართველოს, რომლის პრეზიდენტიც ციხეში შიმშლისაგან დაიღუპება, ნატოში არასოდეს მიიღებენ” – დავით ბაქრაძე

ალია ავტორი - ალია
12:47 10-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი დეპუტატი, დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად აისახება.
ამის შესახებ ბაქრაძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, გადაცემაში „დროული კითხვები“ ისაუბრა.

„საქართველოს ჰყავს ბევრი სკეპტიკოსი, ევროპაში, ამერიკაში, რომლებთანაც რუსეთი მუშაობს და არწმუნებს, რომ საქართველო არ იმსახურებს ნატოში და ევროკავშირში ყოფნას. 
და ყველა ასეთი სკეპტიკოსისთვის ციხეში მყოფი სააკაშვილი იმ პირობებში, როცა ყველა აღიარებს დღეს, რომ საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო,არის საგანგაშო სიგნალი.

თუ შენ არ გაქვს დამოუკიდებელი  სასამართლო და შენი პრეზიდენტი ციხეშია, ეს არის სიგნალი, რომ ქვეყანა ვერ აკმაყოფილებს დემოკრატიის სტანდარტს. ამიტომ საქართველოსთვის, ციხეში მყოფი სააკაშვილით ნატოსკენ მიმავალი გზა იქნება კიდევ უფრო რთული და სამწუხაროდ ეს იქნება ძალიან მძიმე შემაფერხებელი,“- განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, გამოსავალია მოსაძებნი სააკაშვილის შიმშლობასთან დაკავშირებით.
“ღმერთმა დაიფაროს, საქართველო, რომლის პრეზიდენტიც ციხეში შიმშლისაგან დაიღუპება, ამ საქართველოს ნატოში არასოდეს მიიღებენ. ამის გარანტიას გაძლევთ,” განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ცნობისათვის, საქრთველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამრთალდამცავებმა 1 ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება და დაკავების დღიდან შიმშლობს.
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ თბილისში მასშტაბური აქციის გამართვა იგეგმება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:12 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved