• რეკლამა
  • კონტაქტი
08:50, ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გავბედე და თქვენთან შეხვედრის მერე მივაკითხე დედას და პირველად ვუთხარი, რომ მიყვარს…” – მარი ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
21:41 10-12-2021
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ჟურნალისტი, მარი ჯაფარიძე:

“ახალს კი არაფერს დავწერ, მაგრამ სიყვარულის ფორმულა მინდა, შეგახსენოთ.

წინა კვირას, თავსხმა და დელგმა რომ იყო, იმ დილით აპლიკაციით ტაქსი გამოვიძახე…

7 ლარს წერს, სახლიდან სამსახურამდე… არავინ მოინდომა ამ ფასად წამოსვლა და მძღოლები იცვლებოდნენ, ხან გივი მოდიოდა და ხან მალხაზი, ჩემამდე ერთმაც ვერ მოაღწია.

ბოლოს აპლიკაციამ შემომთავაზა, ფასზე მოლაპარაკება შეიძლებაო, მაგრამ უარი ვუთხარი…

გაჩერებაზე ტაქსის მძღოლმა შემომთავაზა 10 ლარად წაგიყვანო და ამასაც უარი ვუთხარი… შევჯექი ვირზე და გინდა თუ არა, 7 ლარად უნდა წავიდე-მეთქი

ახლა არ თქვათ, თუ ვირზე შეჯექი, ბარემ მაგ ვირით წასულიყავიო

წვიმდა ბატონო, თორემ კი წავიდოდი

მოკლედ, მოვიდა როგორც იქნა ერთი მძღოლი.

გზაში შვილმა დამირეკა – მსოფლიოში საუკეთესო დედა ხარო, მითხრა…

გავიბადრე, გავლაღდი…

ამასობაში ბანკიდან მესიჯი მოვიდა, 14 ლარის ტრანზაქცია ვერ შესრულდა, არასაკმარისი თანხის გამოო…

დიდი ხნის წინ დედას მივეცი ჩემი ბარათი, სადაც ფულს ვურიცხავ ხოლმე და გამომრჩენია, რომ შემევსო…

გადავურეკე – ახლა ტაქსიში ვზივარ, თან სამსახურში ძალიან მეჩქარება, შუადღისას დაგირიცხავ ფულს, შესვენებაზე რომ გავალ-მეთქი…

– ქეში კი მაქვს, ბარათზე აღარ ყოფილა, არ ინერვიულოო, – დედამ დამაშვიდა და მსოფლიოში ყველაზე კარგი შვილი ხარო, მითხრა

გაკოცე, დე, მიყვარხარ-მეთქი ვუთხარი და უფრო გავიფუყე, ხუმრობა ხომ არაა, ოჯახის წევრებისგან ასეთი მოსიყვარულება

როგორც აღმოჩნდა, ტაქსის მძღოლს ესმოდა როგორ ჩემი ხმა, ისე – ტელეფონიდანაც და მითხრა – რომელ აპარატთან გაგიჩერო, მითხარი, არ მოგეროდის, დედა ყველაზე წმინდაა ქვეყნად და დაყოვნება არ იქნებაო

მადლიერმა ჩავრიცხე ფული და მანქანაში დაბრუნებულს მითხრა – ისიც გავიგონე, შვილმა რაც გითხრა, ისიც, დედამ რაც გითხრა და ბედნიერი, შემდგარი ადამიანი ხარ, როცა კარგი დედა ხარ, კარგი შვილი და თანაც ამას გიფასებენო. მე აგერ, 50-ს გადავცდი და დედას ვერასოდეს ვუთხარი, რომ მიყვარს, არა და სიცოცხლეს მირჩევნიაო.

– დედისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საქციელით რაც უნდა გამოხატო, ნათქვამს სხვა მნიშვნელობა ენიჭება-მეთქი

10 ლარი მივეცი, ხურდა არ გამოვართვი – ალალი და უსაყვედურო იყოს-მეთქი. მადლიერი წავიდა და საღამოს დამირეკა (აპლიკაციაში ნომერი ჩანს, როგორც მოგეხსენებათ)

მადლობა თქვენ, რომ დღეს შემხვდით, მადლობა, რომ ჩვენ შორის ასეთი საუბარი შედგა, მადლობა, რომ გავბედე და თქვენთან შეხვედრის მერე მივაკითხე დედას და პირველად ვუთხარი, რომ მიყვარს… მადლობა, რომ მის თვალებში სიხარულის ცრემლი დავინახეო

ჩემი მიცემული ფულით კი რაღაც სუვენირი უყიდია, სადაც ფოტოს ჩადება შეიძლება, – დედას ფოტო ჩავდე და ტორპედოზე დავამგრე, რომ ეს დღე სულ მახსოვდესო

ჰოდა. რისი თქმა მინდოდა: ასეთია სიყვარულის ფორმულა. გაეცი… ყველგან, ყველა დროს… იქნებ შემთხვევით გამვლელმა მოკრას ყური და იმასაც მოუნდეს, რომ გასცეს უხვად

გაეცი და ისევ შენ დაგიბრუნდება

თუ ეს პოსტი ერთ ადამიანს მაინც ააღებინებს ტელეფონს ხელში და ათქმევინებს ვინმესთვის სიყვარულის სიტყვებს, მაშასადამე, ჩემი თქვენთან კონტაქტი შედგა

მიყვარხართ”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025

ბიზნესი

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია – თიბისი

13:38 08-18-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი – თიბისი

13:10 08-15-2025
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ახალი ამბები

ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

12:35 08-15-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved